კარნეგის ცენტრის ანალიტიკოსმა კავკასიის საკითხებში თომას დე ვაალმა "ეხო კავკაზთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას არასდროს დაუმალავს ის ფაქტი, რომ საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას მხარს არ უჭერს. ვაალის განცხადებით საქართველოს MAP გაცილებით ბევრ პრობლემას შეუქმნის ვიდრე ახლა აქვს:
"საქართველოსთვის MAP-ის მიცემა ფუნდამენტალურად ჩამოაშორებს საქართველოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, რადგან ისინი არ დაუშვებენ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას. ჩემი აზრით, რუსეთის მხრიდან ზეწოლა გაძლიერდება, თუ არ მოხდება საქართველოს სრული წევრობა და საქართველო მხოლოდ MAP-ს მიიღებს. ვფიქრობ, საქართველოსთვის ევროპული ტენდენციები უფრო მნიშვნელოვანია, რადგან გარკვეული დროის შემდეგ ეს ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის ზრდას. ევროინტეგრაციის წყალობით საქართველო უფრო მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდება ევროპის მოედანზე. ჩემი აზრით, უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ ეს პროექტი წარმატებული გამოდგეს, ვიდრე MAP-ზე ფიქრია.
ვფიქრობ, რუსეთთან კონფლიქტი არ არის ამოწურული და სოხუმსა და მოსკოვს შორის ახალი პრობლემები იქნება.
საჭირო გახდება რესურსებისა და ფინანსების აფხაზეთიდან ყირიმში გადატანა, რადგან პუტინისთვის ახლა უფრო მნიშვნელოვანია დაამტკიცოს ყირიმის ოპერაციის წარმატება, ვიდრე იმის დამტკიცება, რომ აფხაზეთი რუსეთისაა", - განაცხადა თომას დე ვაალმა.
მასალის გამოყენების პირობები






