„ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის არის მილიონერთა კლუბის დანაშაულებრივი გარიგება“, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ „რეაქციის“ ეთერში განაცხადა.
„ეკა ბესელიას მოუწევს მწარე სიმართლის მოსმენა. „ნაციონალებმა“ და „ოცნებამ“ გადაინაწილეს ბიზნესიც და სხვა სფეროებიც. მაგალითად, ოქროს საბადო წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილის საკუთრებას, დღეს კი ის ივანიშვილის საკუთრებაშია. იგივე კალაძეზე გეტყვით, მის საკუთრებაში არის 18 ჰესი და ამავდროულად არის ენერგეტიკის მინისტრი. თუ მანამდე „ნაცმოძრაობასა“ და შინაგან საქმეთა სამინისტროში წესდებოდა მონოპოლიური ფასები საწვავზე, დღეს ამ ფასებს ლობირებს „ოცნება“. ეს არის დანაშაულებრივი გარიგება მილიონერთა კლუბისა და თუ არ ჩამოვიშორეთ დააქცევენ ქვეყანას“, - განაცხადა გუგავამ
მასალის გამოყენების პირობები






