„ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ ლიდერის ინფორმაციით, მან კახი კალაძეს 2011 წლის 26 მაისის აქციების წინ „ხალხის გვერდით დადგომა შესთავაზა“. თუმცა როგორც გადაცემა „რეაქციაში“ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, კალაძემ მაშინ შეთავაზებაზე უარი თქვა.
„კახი კალაძეს 26 მაისამდე ხალხის გვერდით დადგომას ვთავაზობდი. მან მითხრა, რომ ბიზნესი აინტერესებს და არა - პოლიტიკა. ბატონ კალაძეს, რომელიც 26 მაისის პერიოდში იტალიაში ნებივრობდა, არ აქვს მორალური უფლება ჩვენზე ილაპარაკოს. მას არ აქვს უფლება იმ ადამიანებზე ილაპარაკოს, რომლებიც 26 მაისს ჩვენს გვერდით იდგნენ. სხვათაშორისც არც კალაძეს და არც „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებს არ გახსენებიათ, რომ ამ ადამიანებს მხარდაჭერა სჭირდებოდათ. ეხლა დასჭირდათ პოლიტკური ქულების დასაწერად და ეხლა გამოიყენეს“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
რამდენიმე დღის წინ კახი კალაძემ ნინო ბურჯანაძეს 26 მაისი გაახსენა და განაცხადა, რომ მაშინ ბურჯანაძის ესკორტი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კორდონით გაიყვანა.
მასალის გამოყენების პირობები






