ვანო მაჭავარიანმა გადაცემა "კვირის თემაში" თანამდებობის დატოვების მიზეზებზე ისაუბრა და დაადასტურა, რომ მან თანამდებობა საქართველოს პრეზიდენტის თხოვნის საფუძველზე დატოვა. რაც შეეხება კონკრეტულ მიზეზებ, მაჭავარიანის თქმით, მომავალ კვირას ზუსტად ეცოდინება, თუ რატომ სთხოვა პრეზიდენტმა მას თანამდებობის დატოვეა.
"განსაკთრებით გულზე, რომ არ ვეხატებიდი მე ეს შეგრძნება გამიჩნდა. პრეზიდენტმა ჩამოაყალიბა თავისი გუნდი გამომდინარე მისი პიროვნებიდან და იმ შესაძლებლობებიდან, რომელიც მას ჰქონდა. თავისთავად იყო რამდენიმე ადამიანი,რომელსაც ეს არ მოსწონდა, ეს იყო უბრალოდ არასწორი მიდგომა საქმისადმი, მე ვიყავი დაკავებული საგარეო მიმართულებით, არასდროს არ ვერეოდი შიდა თემებში. მე შემიძლია გითხრათ, რომ მე მივედი ადმინისტრაციაში გიორგი მარგველაშვილის თხოვნით, ჩვენ 6 თვეში მოვახერხეთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია გახდა ძალიან მნიშვნელოვანი აქტორი საერთაშორისო არენაზე არაერთი ვიზიტი განხორციელდა ძალიან წარმატებული მათ შორის. ბოლო იყო კიევში ბაიდენთან შეხვედრა. პრეზიდენტს აქვს თავისი ხედვა ჩამოყალიბებული, რომელიც დიდი ნაწილი თავისთავად გუნდის დამსახურებაცაა. ნუ თავისთავად ეს არის ის, რაც ჩვენ შევძელით და თუ ჩვენ ჩვენი შესაძლებლობები ამოვწურეთ მინდა წარმატება ვუსურვო ყველას. ძალიან მნისშვნელოვანია პრეზიდნეტის ინსტიტუტი, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი საგარერო პოლიტიკის. გიორგი მარგველაშვილი, როგორც სახელმწიფოს მეთაურს აქვს უზარმაზარი რესურსი. მას აქვს უნარი ქვეყნის შესაძლებლობებეი გაიტანოს ქვეყნის გარეთ, რასაც მე ვცდილობდი თავისთავად და როგრც სჩანს ეს ბევრს არ მოსწონდა,"-განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






