„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ხელმძრვანელი საკუთარ განცხადებას განმარტავს, სადაც მან პრემიერის „ცვედანი“ უწოდა. როგორც გადაცემა „რე-აქციაში“ განაცხადა, ირაკლი ღარიბაშვილის საპასუხოდ „შეუძლებელია სხვა ეპითეტი იხმარო“.
„ცვედანი ლიტერატურული ფრაზაა. სამარცხვინო იყო პრემიერის განცხადება, რომ თურმე ჩვენ იმიტომ ჩავსვით კაბდიდატები სიაში, რომ შემდეგ მოგვეხსნა. ამას, რომ პრემიერი იტყვის შეუძლებელია სხვა ეპითეტი იხმარო. ეს განსხვავდება იმ მუქარისგან, რომელიც პრემიერისგან მოდის. იმედია მთლად ფიზიკურ გაქობს არ გულისხმობს, თუმცა ეს არის ხალხის გადასაწყვეტი“, - განაცხადა უგულავამ.
რამდენიმე დღის წინ უგულავა, სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც პრემიერმა წინასაარჩევნო გარემოს გაუარესებასთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებების საპასუხოდ გააკეთა.
"ნაციონალურ მოძრაობას" წინასწარ ჰყავდა შერჩეული ისეთი კანდიდატები, რომლებიც მოხსნიდნენ კანდიდატურებს და ატეხდნენ აჟიოტაჟს, თითქოს მათზე ზეწოლა განხორციელდა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
აღნიშნული განცხადება გიგი უგულავამ ერთი სიტყვით შეაფასა: "ცვედანი".
მასალის გამოყენების პირობები






