პრემიერი - თითოეული მოქალაქის თავისუფალი არჩევანი დაცული უნდა იყოს
პოლიტიკა - 21:30, 13 Jun, 2014     1317

„ხელისუფლებამ ყველაფერი იღონა აბსოლუტურად თავისუფალი, კონკურენტული საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თბილისში ევროპის მოედანზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა არჩევნებში მონაწილეობისკენ.

"დღეს თითოეულ ამომრჩეველს აქვს სამართლიან და მშვიდ გარემოში, საკუთარი სინდისის კარნახით თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება. ყოველგვარი ჩარევის გარეშე ახორციელებენ თავის საქმიანობას საარჩევნო ადმინისტრაცია და მისი თანამშრომლები. ხელისუფლება არ ერევა არც მათ საქმიანობაში და არც მათ გადაწყვეტილებებში. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, რომ არჩევნებში თითოეული მოქალაქის, ვისი მხარდამჭერიც არ უნდა იყოს, თავისუფალი არჩევანი უნდა იყოს დაცული! არავინ ჩაერევა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში! ეს არის ჩემი და მთელი ჩვენი პოლიტიკური გუნდის ურყევი ნება! სწორედ ამიტომ არის ჩვენი ხელისუფლება მართლაც დემოკრატიული და პროგრესული!", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად ვნებათაღელვა სულ უფრო მატულობს და ცალკეული შემთხვევები ჩრდილს აყენებს მთლიანად საარჩევნო პროცესს.

პრემიერის განმარტებით, არც ერთი მსგავსი ფაქტი უყურადღებოდ არ დარჩება და ყველა კანონდამრღვევი სათანადოდ დაისჯება.

"ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კიდევ ერთი ტესტია, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ უნდა ჩააბაროს დემოკრატიული განვითარების გზაზე. ამიტომ, მოვუწოდებ უკლებლივ ყველას, იქნება ეს რომელიმე პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი თუ მისი მხარდამჭერი, არ დაუშვან ძალადობა, არ დაუშვან ისეთი ქმედება, რომელმაც შეიძლება დააზიანოს არჩევნების პროცესი და ამით იმიჯი შეულახოს ჩვენს ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, რომ ამჯერადაც ჩვენ მშვიდად წავალთ არჩევნებზე და ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების მომავლის, თავისუფალი და ბედნიერი მომავლის სასარგებლოდ გავაკეთებთ არჩევანს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42