„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა აბაშიძემ დატოვა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე. ამის თაობაზე მან პირადად მიმართა პრეზიდენტს და საქართველოს პრეზიდენტმა უკვე დააკმაყოფილა მისი განცხადება. ასევე თანამდებობა დატოვა ივანე მაჭავარიანმა, ასევე პირადი განცხადების საფუძველზე. აღნიშნული განცხადებაც დაკმაყოფილებულია პრეზიდენტის მიერ. ორივე განკარგულება შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს პრეზიდენტის ვებგვერდზე.
თანამდებობიდან წასვლის მიზეზებთან და დეტალებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ იმ ადამიანებს, რომლებმაც პირადი სურვილის საფუძველზე მიიღეს გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ.
ჯერ-ჯერობით, არც ერთ კანდიდატურაზე ლაპარაკი არ არის და ვერ დაგიდასტურებთ ვერც ერთ იმ ვერსიას, რომელიც გავრცელდა მასობრივი ინფორმაციის საშაულებებით. როგორც კი იქნება რაიმე სიახლე თუ გადაწყვეტილება, ამ საკითხთან დაკავშირებით, ადმინისტრაცია იმ დღესვე გაცნობებთ მას“, - განაცხადა თინათინ მჟავანაძემ.
დღეს დილით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ლაშა აბაშიძემ, მისმა ორმა მოადგილემ და ადმინისტრაციის ლოჯისტიკის ხელმძღვანელმა დატოვეს. ასევე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა პრეზიდენტის განკარგულება, რომლის მიხედვით პრეზიდენტის მრჩეველი ვანო მაჭავარიანი თანამდებობიდან გაათავისუფლდა.
მასალის გამოყენების პირობები






