პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა აბაშიძემ და პრეზიდენტის მრჩეველა ვანო მაჭავარიანმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვეს. ამის შესახებ დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, სადაც ადმინისტრაციაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებზე პირველი კომენტარი გაკეთდა.
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა აბაშიძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველლზე დატოვა. მან პრეზიდენტს პირადი განცხადებით მიმართა და პრეზიდენტმა დააკმაყოფილა მისი განცხადება. ასევე თანამდებობა დატოვა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ივანე მაჭავარიანმა, ასევე პირადი განცხადების საფუძველზე. აღნიშნული განცხადებაც დაკმაყოფილებული იქნა პრეზიდენტის მიერ. მინდა მოგახსენოთ და გავიმეორო, რომ მათი განცხადებები არის პირადი ხასიათის. ასე რომ, დეტალებისთვის გთხოვთ მიმართოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც გააკეთეს ეს განცხადებები პირადი სურვილის საფუძვლებზე“, - განაცხადეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
მასალის გამოყენების პირობები






