,,ოცნებას" საკუთარ კანდიდატებთან ვერ გაურკვევია და რუსეთთან და აშშ-სთან გაარკვევს?! - ბურჯანაძე
პოლიტიკა - 18:47, 13 Jun, 2014     1113

„საკუთარ კანდიდატებთან ვერ მოულაპარაკებიათ და ეს ხალხი რუსეთის ან ამერიკის პრეზიდენტებთან შეძლებენ დალაპარაკებას“, - ასე გამოეხმაურა „ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით მარნეულში მმართველი გუნდის გამგებლობის კანდიდატი უნდა მოიხსნას.

მისი თქმით, ხელისუფლების დაბალ ავტორიტეტზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ მერაბ თოფჩიშვილმა საკუთარი კანდიდატურა არ მოხსნა და წინასაარჩევნო კამპანია გააგრძელა.

„ხელისუფლებამ მარნეულშიც ვერ დაალაგა სიტუაცია. საქმე მიიყვანა იქამდე, რომ რამის მოსახლეობის ერთი ნაწილი მეორეს დაუპირისპირდა. შემდეგ სრულიად გაუგებრად მოხსნეს მარნნეულის „ქართული ოცნების“ კანდიდატი. ეს მიმყარებს ეჭვს, რომ ეს იყო გათამაშებული სცენარი იმისათვის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეძლოს თავისის ამომრჩევლის მობილიზაცია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ აქ მცხოვრები ხალხი „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას არ მისცემენ. დღეს კიდევ უფრო მეტი საოცრება დავინახეთ. გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ უნდა მოხსნას თავისი კანდიდატი, დღეს კი კანდიდატი პასუხობს, რომ არ მაინტერესებს, მე ჩემს კანდიდატს არ ვხსნიო. როდესაც სახელისუფლებო ძალას საკუთარ კანდიდატთან არ აქვს იმდენი ავტორიტეტი, რომ მისი სიტყვა იყოს მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ეს აჩვენებს იმ უპასუხისმგებლობას რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ. საკუთარ კანდიდატებთან ვერ მოულაპარაკებიათ და ეს ხალხი ან რუსეთის პრეზიდენტთან ან ამერიკის პრეზიდენტთან შეძლებენ დალაპარაკებას? რა თქმა უნდა ვერ შეძლებენ“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42