რას უკვაშირდება ადმინისტრაციაში მიმდინარე პროცესები და აქვს თუ არა მას კავშირი ერთის მხრივ ექს-პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ვანო მაჭავარიანის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს და მეორეს მხრივ, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, მარგველაშვილისა და სააკაშვილის კიევური შეხვედრების შესახებ, რომლის უკანაც ასევე ვანო მაჭავარიანი სახელი ფიგურირებდა.
ეს ყველაფერი საზოგადოების ინტერესის საგანს წარმოადგენს, თუმცა რამდენად აქვს საერთო მაღალი დონის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ადმინისტარაციაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან, ამას უფრო დრო აჩვენებს.
,,ნიუპოსტის“ ინფორმაციით, საქმე გვაქვს უფრო მერკანტელური ინტერესების გამო, შიდა დაპირისპირებასთან. საუბარია იმაზეც, რომ საკადრო ,,წმენდა“ ადმინისტრაციაში კვლავ გაგრძელდება.
რაც შეეხება ლაშა აბაშიძეს, მის ბიოგრაფიაში ოფიციალურად ფიქსირდება, რომ ის 2007-2010 წლებში აბაშიძე საქართველოს რკინიგზის ოპერაციათა მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი იყო და ირაკლი ეზუგბაიას მოადგილის პოსტს იკავებდა და მისი სახელფასო სარგო თვეში 18 ათას ლარს შეადგენდა. თუმცა, საინტერესოა ისიც თუ რატომ გაათავისუფლა ეზუგბაიამ აბაშიძე აღნიშნული თანამდებობიდან...
,,ნიუპოსტის“ ინფორმაციით, ლაშა აბაშიძე, ბაკურიანში, მთავრალ მდგომარეობაში მყოფი საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს სიტყვიერად და შემდეგ ფიზიკურად დაუპირისპირდა, რამაც თანამდებობის პირის მხრიდან პოლიციის თანამშრომელთა შეურაცხყოფის გამო იმდროინდელი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის აღშფოთება გამოიწვია. აღნიშნული ფაქტის გამო, ირაკლი ეზუგბაიამ ლაშა აბაშიძე მოდგლის პოსტიდან გაათავისუფლა.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ლაშა აბაშიძემ, მისმა ორმა მოადგილემ და ადმინისტრაციის ლოჯისტიკის ხელმძღვანელმა დატოვეს. ასევე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა პრეზიდენტის განკარგულება, რომლის მიხედვით პრეზიდენტის მრჩეველი ვანო მაჭავარიანი თანამდებობიდან გაათავისუფლდა.
მასალის გამოყენების პირობები






