,,სამწუხაროდ, ყველაფერი რაც დაკავშირებულია პრეზიდენტთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, უკვე დაემსგავსა სოფლის თვითშემოქმედების თეატრს. რას აკეთებს ჯერ პრეზიდენტი და მერე პრეზიდენტის ადმინისტრაცია მითუმეტეს, რომ რაიმე სახის დაპირისპირება იყოს იდეოლოგიური, პროფესიული, ან ადმინისტრაციული. რაზე უნდა იყოს დაპირისპირება - ვინ რომელი კლასის მერსედესით ივლის თუ ვინ ლენდკრუიზერით?
ხომ არ გაჭრა ვანო მაჭავრიანზე ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა, შაშკინი ამას გამორიცხავს. მისი თქმით, დრო აჩვენებს, თუ რასთან იყო ეს პროცესები დაკავშირებული.
,,არა მგონია, ეს ყველაერი მიუთითებს იმ უნიათო და უსუსურ პოლიტიკაზე, რომელიც სუფევს ქვეყანაში. კიდევ ვიმეორებ, სოფლის თვითშემოქმედების თეატრია, რომელსაც საერთო აქვს არც ეროვნულ, არც გლობალურ პოლიტიკასთან, ეს არის ძალიან სამწუხარო ჩვენი ქვეყნისთვის და ძალიან სამწუხარო საგარეო პოლიტიკისთვისაც. როგორ შეიძლება მომავალში სერიოზულად შეხედოს რომელიმე ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორმა ასეთ პროცესებს. ბევრი ინსინუაციები იქნება, მაგრამ დრო ყველაფერს აჩვენებს, თუ რასთან იყო ეს დაკავშირებული“, - აცხადებს შაშკინი.
მასალის გამოყენების პირობები






