ღარიბაშვილი: "ქართული ოცნება" საქართველოში მაღალ პოლიტიკურ კულტურას ქმნის
პოლიტიკა - 16:46, 13 Jun, 2014     1272
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მარნეულში "ქართული ოცნების" გამგებლობის კანდიდატ მერაბ თოფჩიშვილთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

პრემიერის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ "ნაციონალურ მოძრაობას" არ მისცა ამ რაიონში "ძალიან სახიფათო თამაშის" წამოწყების საშუალება. ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებით "ქართული ოცნება" ქმნის მაღალ პოლიტიკურ კულტურას საქართველოში.

"ის, რაც პოლიტსაბჭოს სხდომაზე გუშინ გადავწყვიტეთ არის უპრეცედენტო. ვერავინ დაგვისახელებს ერთ მაგალითს მაინც, როცა ხელისუფლებამ მოხსნა საკუთარი კანდიდატი მაშინ, როცა მისი გამარჯვება იყო გარდაუვალი - რეალურად ჩვენ ვართ უალტერნატივო პოლიტიკური ძალა და ჩვენი კანდიდატებიც აბსოლუტურად სწორად იყვნენ შერჩეული. მინდა კიდევ ერთხელ განვუმარტო საზოგადოებას, რომ ჩვენი ქმედებით პოლიტიკურ ოპონენტებს და პირველ რიგში "ნაციონალურ მოძრაობას" არ მივეცით საშუალება ძალიან სახიფათო თამაში წამოეწყო ამ მეტად მნიშვნელოვან რეგიონში და კონკრეტულად აღნიშნულ რაიონში - მარნეულში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, რეალობა აჩვენებდა, რომ მარნეულში პროვოკაციის მაღალი რისკი არსებობდა.

"მე ბოლო პერიოდში თვალს ვადევნებდი მარნეულში განვითარებულ მოვლენებს და რეალობამ მიგვანიშნა, რომ არსებობდა პროვოკაციების მაღალი რისკი და ჩვენ არ მივეცით "ნაციონალურ მოძრაობას" ხელახალი პროვოკაციების მიზეზი. სწორედ ამიტომ მოვუწოდეთ ჩვენს კანდიდატს, რომ მოეხსნა საკუთარი კანდიდატურა დანარჩენი ორი კანდიდატის სასარგებლოდ. ეს გადაწყვეტილება მიანიშნებს იმას, რომ ჩვენ ვქმნით მაღალ პოლიტიკურ კულტურას საქართველოში", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

თავად "ქართული ოცნების" მარნეულის გამგებლობის კანდიდატი მერაბ თოფჩიშვილი წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს და კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42