დარჩიაშვილი - ცვლილებები მოსალოდნელია მთლიანად პრეზიდენტის ადმინიტრაციაში
პოლიტიკა - 15:38, 13 Jun, 2014     1117

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით დარჩიაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს ეხმაურება. როგორც „ნიუპოსტს“ დარჩიაშვილმა განუცხადა ცვილებები "მთლიანად ადმინისტრაციაშია მოსალოდნელი". მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი მმართველ გუნდში არსებული დაპირისპირებების გამოძახილია.

„მე როგორც ვიცი მთელ ადმინისტრაციაშია მოსალოდნელი ცვლილებები. რაღაც ქაოსი , რომ აქვთ საკუთარ გუნდში წინასაარჩევნოდ ეს ფაქტია. ასევე კარგად ჩანს გუნდში არსებული დაპირისპირებები და კონფლიქტები. ალბათ ამის გამოძახილია ეს ყველაფერი. ძალიან არაჯანსაღი შიდა ურთიერთობებია. რაც შეეხება მარგველაშვილის და სააკაშვილის უკრაინაში შეხვედრას და ის, რომ ამ შეხვედრის ორგანიზებას მაჭავარიან აბრალებდნენ, ჭორი მგონია. თვეებია ვაკვირდებით რა ურთიერთობა ჩამოყალიბდა ჩრდილოვან მმართველ ივანიშვილსა და მარგველაშვილს შორის, შემდეგ ეს გადაიზარდა მარგველაშვილ-ღარიბაშვილის კამათებში და ესე გრძელდება. მე კონკრეტულად ვერაფერს ვიწინასწარმეტყველებ მაგრამ ამ ხელისუფლებისგან არაფერი გამიკვირდება“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ცოტა ხნის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ლაშა აბაშიძემ, მისმა ორმა მოადგილემ და ადმინისტრაციის ლოჯისტიკის ხელმძღვანელმა დატოვეს. ასევე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა პრეზიდენტის განკარგულება, რომლის მიხედვით პრეზიდენტის მრჩეველი ვანო მაჭავარიანი თანამდებობიდან გაათავისუფლდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42