შსს პრემიებთან დაკავშირებით "ნაცმოძრაობას" პასუხობს
პოლიტიკა - 14:54, 13 Jun, 2014     1424

შსს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

უწყების ინფორმაციით, გიორგი ზედელაშვილს პრემია არ აუღია, მას ერთჯერადად 20 000 ლარის ოდენობის თანხა 7 მაისს ჩაერიცხა მკურნალობისთვის.

„მინისტრის მოადგილეს დიაგნოზის (სპონდილოართროზი, მალთაშუა დისკის თიაქარი, სპინალური არხის შევიწროვება) დაზუსტების მიზნით, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დასჭირდა საზღვარგარეთ დამატებითი გადაუდებელი კვლევა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ ჯანმრთელობის დაცვის სამსახური ყოველდღიურად აფინანსებს თანამშრომელთა და მათი ოჯახის წევრთა მკურნალობის ხარჯებს, როგორც საქართველოში, ასევე საჭიროების შემთხვევაში, მის ფარგლებს გარეთ.

2014 წლის 5 თვის განმავლობაში სამინისტროს თანამშრომელთა მკურნალობაზე 1 მილიონ 75 ათასი ლარი დაიხარჯა.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 1 მარტიდან ძალაში შევიდა შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება სამინისტროს თანამშრომლებისთვის ყოველთვიური დანამატების შესახებ. სამინისტროს მრავალშვილიან თანამშრომლებს ყოველთვიური დანამატი დაუწესდათ: ოთხი შვილის მშობელი ყოველთვიურად – 200 ლარს, ხუთი შვილის მშობელი - 300 ლარს, ექვსი შვილის მშობელი - 400 ლარს, შვიდი და მეტი შვილის მშობელი - 500 ლარს იღებს.

ასევე მოქმედებს მინისტრის ბრძანება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების შესახებ. 1000 ლარიან დახმარებას სამინისტროს თანამშრომელი ერთჯერადად იღებს დაქორწინების, შვილის შეძენის და ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში.

ყოველთვიურ დანამატს და ერთჯერად დახმარებას შს სამინისტროს ყველა თანამშრომელი იღებს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42