პროექტის საერთო ღირებულება 80 მილიონი ევროა. აქედან ევროკავშირი უზრუნველყოფს გრანტს, საერთო ღირებულებით - 8 მილიონი ევრო, ევროპის საინვესტიციო ბანკი - სესხს, 40 მილიონი ევროს ოდენობით, აზიის განვითარების ბანკი - ასევე, სესხს, 32 მილიონი ევროს ოდენობით.
დღესვე ხელი მოეწერა ევროპის საინვესტიციო ბანკის მეორე სესხის წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტის მეორე საპროექტო ხელშეკრულებას. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ ცაბუტაშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი სომხიშვილმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ვილჰელმ მოლტერერმა.
წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტი ითვალისწინებს სამუშაოებს, რომელიც საქართველოს 200 000 მოქალაქისთვის აუმჯობესებს წყლის ხარისხსსა და უზრუნველყოფს მის უწყვეტ მიწოდებას. პროექტი გულისხმობს წყალმომარაგების ქსელის განახლებას, მასში ახალი მომხმარებლების ჩართვას, მომსახურების მაღალი სტანდარტების დანერგვასა და წყლის დანაკარგების შემცირებას.
პროექტი ხუთ წელზეა გათვლილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, კახეთის, შიდა და ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის როგორც მთავარ ქალაქებს, ისე - დაბებს, სულ 28 პუნქტს მოიცავს.
წყალმომარაგების გაუმჯობესების პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიები ახორიციელებენ.
მასალის გამოყენების პირობები






