„ჩვენ შევძელით გაგვემიჯნა მმართველი პარტია სახელმწიფოსგან, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უწყებათაშორისო კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე განაცხადა.
"გვაქვს იმის თქმის საშუალება, რომ როგორც ჩანს, საჯარო მოხელეებმა როგორც ცენტრალურ ასევე ადგილობრივ დონეზე მთლიანად გაიაზრეს ის, რომ სახელმწიფო და პარტია არის სხვადასხვა რამ. ჩვენ შევძელით გაგვემიჯნა მმართველი პარტია სახელმწიფოსგან და ამ კომისიის მიზანი სწორედ ის იყო, რომ საჯარო მოხელე იყოს ნეიტრალური, პოლიცია დეპოლიტიზირებული", - განაცხადა თეა წულუკინმა.
მისი თქმით, საჯარო მოხელეებმა გაითვალისწინეს, რომ ემსახურებიან ქვეყანას და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას.
"შეიძლება ჩავთვალოთ, რომ კომისიამ საკუთარი ძალისხმევით, მინისტრებმა იმ რეკომენდაციებით, რომელიც სამინისტროს თანამშრომლებისთვის გამოსცეს ეს შესაძლებელი გახადეს", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






