„ასოცირების ხელშეკრულება ხელს არ შეუშლის საქართველოს, ურთიერთობები გააუმჯობესოს მეზობლებთან, მათ შორის, რუსეთთან“, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ხელშეკრულება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გავრცელდება, რომელიც ევროკავშირის მიერ არის აღიარებული.
“ასოცირების ხელშეკრულება ისეა შედგენილი, რომ ის საქართველოს დააახლოებს ევროკავშირთან, თუმცა მინდა, ხაზგასმით განვაცხადო, რომ ის ნადვილად არ შეუშლის ხელს საქართველოს, ურთიერთობები გააუმჯობესოს თავის მეზობლებთან, რუსეთის ჩათვლით. ჩვენ არ ვიღვწით საქართველოსთან ექსკლუზიური ურთიერთობებისთვის. ასევე, მოვუწოდებთ რუსეთს, გამოიყენოს არსებული შესაძლებლობები და ნეგატიურ ზომებს არ მიმართოს, ამას არავითარი გამართლება არ ექნება. ასოცირების ხელშეკრულება ეხება საქართველოს მთელ ტერიტორიას, რომელსაც ჩვენ ვაღიარებთ. ჩვენ მტკიცედ ერთგულები ვართ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა. როდესაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები შესრულდება, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ასევე ისარგებლებენ იმ უპირატესობებით, რომელსაც ეს ხელშეკრულება სთავაზობს”, - განაცხადა ბაროზომ.
მასალის გამოყენების პირობები






