ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ სასტუმრო „რადისონში“ სიტყვით გამოსვლისას მოქმედ და წინა მთავრობებს მადლობა გადაუხადა:
"ხელმოწერით დიდ ვალდებულებას ვიღებთ. საზოგადოების ყველა შრე უნდა იყოს მობილიზებული. თანამშრომლობა და ჩართულობა წარმოშობს ნდობას, დემოკრატიის აყვავებას, მაგრამ ვერც ერთი ხელშეკრულება ვერ შეცვლის საკუთარი ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის კურსს და მისწრაფებას. მან უნდა დაგვანახოს შესაბამისობა საზოგადოების ცხოვრების მოთხოვნებთან, არა მხოლოდ ეკონომიკური მიმართულებით, არამედ სხვა მიმართულებითაც. თავისუფალი ვაჭრობის სფერო, რომელიც ნაწილია ხელშეკრულებისა, სასარგებლო იქნება ქვეყნისთვის ახალი ბაზრების გახნისთვის და დასაქმების ბაზრის გაფართოებისთვის. ასოცირების ხელშეკრულება გაცილებით ფართოა, ვიდრე სავაჭრო ხელშეკრულება. იგი იმ რეფორმებს ახორციელებს, რომელიც საქართველოს ევროპული კავშირის კულტურულ სტანდარტებს დაუახლოვებს და ძირითად ღირებულებებს შემოიტანს ქვეყანაში. ეს არის ურთიერთპატივისცემა საზოგადოების ყველა სექტორში. აღნიშნული ხელშეკრულება არის მომავლის ინვესტიცია და იგი ძალიან დიდი მონაგებს მოგვცემს.
ჩვენ წინა მთავრობასთანაც ვმუშაობდით, არსებულ ხელისუფლებასთანაც ვმუშაობთ. მინდა მადლობა გადავუხადო ორივე მთავრობას და მინდა ორივე მთავრობას მივულოცო, განსაკუთრებით საქართველოს მოქალაქეებს, ასევე მმართველ წერეებს, რომლებიც აქტიურად მუშაობდნენ საქართველოს ინტერესების დასაცავად", - განაცხადა ბაროზუმ.
მასალის გამოყენების პირობები






