ბაროზო - საქართველო ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის ჩარჩოებში
პოლიტიკა - 11:10, 13 Jun, 2014     1462

"ასოცირების ხელშეკრულება საქართველოსთვის იქნება სერიოზული სტიმული რეფორმების ჩასატარებლად“, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდეტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ სასტუმრო "რედისონში" საქართველო-ევროკავშირის საერთაშორისო ინვესტორთა კონფერენციზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ხელშეკრულების დღის წესრიგი იძლევა იმის ხედვას, თუ რა უნდა იქნეს მიღწეული შემდეგი 3 წლის განმავლობაში.

"ასოცირების ხელშეკრულება იქნება სერიოზული სტიმული რეფორმების ჩასატარებლად. ჩვენ ვიცით, რომ საქართველომ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა. საქართველო ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის ჩარჩოებში, რომელიც დაიწყო ევროკავშირმა და დარწმუნებული ვარ, მეტის გაკეთებაა საჭირო. ჩვენი დღის წესრიგი გვაძლევს იმის ხედვას, რასაც უნდა მივაღწიოთ შემდეგი 3 წლის განმავლობაში, კონკრეტული პროგრამა, რომელიც ერთობლივად იქნა შემუშავებული", - განაცხადა ბაროზომ.

ევროკომისიის პრეზიდეტის განცხადებით, ახლა არის მნიშვნელოვანი დრო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებისთვის.

"ეს გახლავთ ისტორიული ცვლილება საქართველოს ეკონომიკური მომავლისთვის და მას მნიშვნელობა აქვს ევროპისთვის. ისტორიამ გვაჩვენა სიმტკიცე, ერთგულება საქართველოს მოსახლეობის დამოუკიდებლობისა და კონსოლიდაციისთვის. ყოვლისმომცველი მაღალი დონის პარტნიორობა, რომელსაც ვაღწევთ აღნიშნულ ხელშეკრულებაში, ეს გახლავთ პასუხი ისტორიულ გამოწვევებზე, რომელიც თქვენი ქვეყნის წინაშე დგას. ეს გახლავთ ყველაზე მნიშვნელოვანი კონსტრუქციული პარტნიორობა, რომელიც არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და არც სხვა ამბიციებს არ ეღობება წინ. ეს არის პოზიტიური დღის წესრიგის მხარდაჭერა, რომელიც ეფუძნება დემოკრატიას, ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლების პატივისცემას. ეს გახლავთ ის ელემენტები, რომელიც ყველა რეფორმის სრული შესრულებისთვის არის დამახასიათებელი. ეს ღირებულებები მნიშვნელოვანია, ეკონომიკური თვალსაზრისით. ეს არის წინაპირობა იმისა, რასაც ჰქვია ინვესტორების რწმენა, რომელიც კანონის უზენაესობასთან არის დაკავშირებული", - განაცხადა ბაროზომ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42