სამხედროები არჩევნებში ხმის მიცემის პროცედურებს გაეცნენ
პოლიტიკა - 10:49, 13 Jun, 2014     1190

თავდაცვის სამინისტრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სამხედრო მოსამსახურეების საარჩევნო უფლებების დაცვას და შეიარაღებულ ძალებში სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ორგანიზებას. შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეებს და თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ არჩევნებში მონაწილეობა რეგისტრაციის ადგილის მიხედვით მიიღონ.

სამსახურეობრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, სამხედრო მოსმსახურეთა გარკვეული ნაწილისთვის 15 ივნისს შეიარაღებულ ძალებში ცხრა სპეციალური უბანი გაიხსნება - თბილისში, გორში (3), ხაშურში, ქუთაისში, ბაღდათში, სენაკსა და ბათუმში. ამ უბნებში ხმას 3 300-მდე სამხედრო მოსამსახურე მისცემს. 1 200-მდე სამხედრო მოსამსახურე კი არჩევნებში მონაწილეობას სამხედრო ნაწილის ახლოს მდებარე საარჩევნო უბნებში მიიღებს. დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ ქაროსანიძე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიული დაქვემდებარების საინჟინრო ბრიგადაში იმყოფებოდა.

მან სამხედრო მოსამსახურეებს 15 ივნისს სამხედრო ნაწილებში გახსნილ სპეციალურ უბნებში ხმის მიცემის პროცედურების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრის მიზანი ჯარისკაცებისთვის, მათი, როგორც ამომრჩევლების უფლება-მოვალეობების, კანონით დადგენილი სანქციების გაცნობა და შეიარაღებულ ძალებში არჩევნების სამართლიანად ჩატარება იყო. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სამხედრო მოსამსახურეებთან საუბარში ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები მხოლოდ სახელმწიფოს, ხალხს ემსახურება. თამარ ქაროსანიძის თქმით, შეუძლებელია რომელიმე სამხედრო პარტიის სამსახურში იყოს. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჯარისკაცებს წინასაარჩევნო აგიტაციასთან, საარჩევნო კამპანიის წარმოებასთან, მარკირების პროცედურასთან და ბიულეტინების შევსების წესთან დაკავშირებული საკითხებიც გააცნო:

„ჩვენ ასეთი შეხვედრები გავმართეთ ყველა იმ სამხედრო ნაწილში, სადაც უნდა გაიხსნას სპეციალური უბანი. წელს სულ ცხრა სპეციალური საარჩევნო უბანი გვაქვს. სპეციალური საარჩევნო უბნების რაოდენობა მაქსიმალურად შევამცირეთ. გარდა ამისა, მაქსიმალურად მივეცით საშუალება სამხედრო მოსამსახურეებს, რომ მათ ხმა მისცენ არა დისლოკაციის ადგილის, არამედ, თავიანთი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. წელს სამხედრო მოსამსახურეების 85 პროცენტზე მეტი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით მისცემს ხმას. რაც შეეხება სპეციალურ საარჩევნო უბნებს, იმისთვის, რომ სამხედრო მოსამსახურეებზე ხმის მიცემისას, ზეწოლის ნებისმიერი მცდელობა აბსოლუტურად შეიზღუდოს, ჩვენ ვხვდებით სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც სპეციალურ უბნებში მისცემენ ხმას და მათ დეტალურად ვუხსნით, თუ რისი უფლება აქვთ, როგორც ამომრჩევლებს“, - განაცხადა თამარ ქაროსანიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42