საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირს ევროინტეგრაციის რთულს პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ საქართველოს მაია ფანჯიკიძემ სასტუმრო "რედისონში", საქართველო-ევროკავშირის საერთაშორისო ინვესტორთა კონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზოც ესწრება.
მისი თქმით, ბაროზოს საქართველოში ვიზიტი ევროკავშირის საქართველოსადმი მხარდაჭერის დემონსტრირებაა.
"დღევანდელი კონფერენცია გვაძლევს შესაძლებლობას კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ქვეყნის მისწრაფება გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის გზით. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ასოცირების შეთანხმება. ევროკავშირს მინდა გადავუხადო დიდი მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ევროინტეგრაციის რთულ პროცესში ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობთ. დღეს თქვენი სტუმრობა საქართველოში ამ მხარდაჭერის და სოლიდარობის ნათელი დემონსტრირებაა", - მიმართა ფანჯიკიძემ ჟოზე მანუელ ბაროზოს.
მასალის გამოყენების პირობები






