ღარიბაშვილი: უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასოცირების პროცესი იქნება საკმაოდ რთული
პოლიტიკა - 10:46, 13 Jun, 2014     1212
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირთან ასოცირების პროცესს ახალ შესაძლებლობებთან ერთად, თან ახლავს გამოწვევებიც.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასოცირების შეთანხმების უმთავრესი კომპონენტის – ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის პერპექტივების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის სტიმულია.
"იმედი მაქვს, რომ ქართული და საერთაშორისო ბიზნესწრეები ჯეროვანი ყურადღებით მოეკიდებიან ამ ახალ რეალობებს და ისარგებლებენ ახალი შესაძლებლობებით. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე ქართული ბიზნესისთვის ფაქტობრივად ამოუწურავ შესაძლებლობებს ქმნის მსოფლიოში ყველაზე დიდ, სტაბილურ და მაღალი მყიდველობითი უნარით გამორჩეულ ბაზარზე", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისივე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ვაჭრობას განიხილავს როგორც საერთაშორისო თანამშრომლობისა და სტაბილურობის ხელშემწყობ მნიშვნელოვან ელემენტს და მხარს უჭერს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით საერთაშორისო ვაჭრობის ლიბერალიზაციას.
"ევროკავშირი, გარდა იმისა, რომ არის ყველაზე წარმატებული ეკონომიკური კავშირი, იგი ამავე დროს არის "მშვიდობის პროექტიც". ვფიქრობთ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაღრმავებული სავაჭრო ურთიერთობები და საქართველოს ეტაპობრივი ინტეგრაცია ევროკავშირის შიდა ბაზარზე ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონის ქვეყნებთან სავაჭრო-საინვესტიციო საქმიანობის გააქტიურებას, რაც დადებითად აისახება რეგიონალურ სტაბილურობასა და თანამშრომლობაზე.
ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასოცირების პროცესი იქნება საკმაოდ რთული. ეს მოითხოვს 24-საათიან მუშაობას. ახალ შესაძლებლობებთან ერთად, ამას თან ახლავს გამოწვევებიც. და აქ ვგულისხმობ იმ ფართომასშტაბიან რეფორმებს, რომლებიც საქართველომ უნდა განახორციელოს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის გზაზე. შესაბამის სფეროებში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან პროგრესული დაახლოება და მისი ეფექტიანი იმპლემენტაცია, აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციული და ინსტიტუციონალური ინფრასტრუქტურის განვითარება დაკავშირებულია მნიშვნელოვან ტექნიკურ, ფინანსურ და ადამიანურ რესურსებთან", - განაცხადა პრემიერმა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42