„საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული და ეს არის საკმარისზე მეტი წნეხი და საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის”, - ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი პრემიერის განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსეთის ინტერესში ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია არ შედის.
მაია ფანჯიკიძის თქმით, საქართველოს მთავრობისთვის ცნობილია ის რისკები, რაც საქართველოს წინაშე დგას.
“საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, შესაბამისად, ეს არის საკმარისზე მეტი წნეხი და საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ყველას აქვს გაცნობიერებული. საქართველოს მთავრობისთვის ცნობილია ის რისკები, რაც ჩვენს წინაშე დგას და საქართველოს მთავრობა ცდილობს პრევენციული ზომების გატარებას იმისთვის, რომ ასოცირებამდე მშვიდად მივიდეთ და ასევე მშვიდად მივიდეთ შემდგომ პერიოდამდე, როდესაც იმპლემენტაცია დაიწყება”, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






