ირაკლი ღარიბაშვილი: ევროპული იდეა ეკუთვნის თითოეულ ჩვენგანს
პოლიტიკა - 10:21, 13 Jun, 2014     1203

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო „რადისონში“ საქართველო-ევროკავშირის საერთაშორისო ინვესტორთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ევროპული იდეა ეკუთვნის თითოეულ ჩვენგანს, ჩვენ ვართ, ვიყავით და ვიქნებით ევროპელები“:

"ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ თბილისი მასპინძლობს ინვესტორთა საერთაშორისო კონფერენციას. კონფერენცია საქართველოსა და ევროკავშირის ერთობლივი ძალისხმევით ტარდება და ასახავს ჩვენს საერთო ინტერესს, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ახალი შესაძლებლობები, რომლებიც თანამშრომლობის გაღრმავებით მოგვეცა. დღევანდელი კონფერენცია განსაკუთრებულია იმიტომაც, რომ ევროკავშირთან ასოცირების ისტორიული პროცესის საწყის ეტაპზე ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება პირველად იმართება რეგიონში. საქართველო ყოველთვის იყო ევროპული ცივილიზაციის, მისი გეოგრაფიული, კულტურული და ისტორიული სივრცის შემადგენელი ნაწილი და ამას, პირველ რიგში, საერთო ღირებულებები განაპირობებდა. საქართველოს ისტორია ამ ღირებულებათა დაცვისთვის ბრძოლის ისტორიაა. მაშინაც კი, როდესაც ქვეყანას დროებით დაკარგული ჰქონდა დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა, საქართველოს არ გაუწყვეტია კავშირი ევროპულ იდეალებთან, ღირებულებებთან, კულტურასთან. მოვლენათა ისტორიულმა განვითარებამ ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი ოცნებად და ისტორიულ მიზნად აქცია.

მიუხედავად ამისა, ქვეყანა განაგრძობს წინსვლას ევროპული მომავლისაკენ, ვინაიდან ისტორიული არჩევანი - ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულება არის ის საფუძველი, რომელმაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეუქცევადი გახადა. საქართველოს ევროპული იდეა ეკუთვნის თითოეულ ჩვენგანს. ჩვენ ვართ, ვიყავით და ვიქნებით ევროპელები. ევროპელობა ჩვენი ეროვნული იდენტურობის ნიშანია და არის ის ღირებულება, რომლისთვისაც იბრძოდა საქართველოს ხალხის მრავალი თაობა. ამდენად, ევროპული ინტეგრაცია ბუნებრივი პროცესია საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42