,,ღარიბაშვილის გუშინდელ კატასტროფულ ინტერვიუში ყველაზე საგანგაშო ის პასაჟი იყო, რომ თითქოს აფხაზეთი და ცხინვალი "დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან" და ყირიმთამ მათი შედარება "დიდი შეცდომა" ყოფილა. და ეს მაშინ, როდესაც სიტყვა არ წამოცდენია 12 ათასიან საოკუპაციო კონტინგენტზე. ამ თეზისით ღარიბაშვილმა პრაქტიკულად ლეგიტიმაცია გაუკეთა "აფხაზთა და ოსთა ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის". კატასტროფა. კარასინ-აბაშიძის "მეჟდოსაბოიჩიკისა" არ ვიცი, მაგრამ ჩვენს პატრიოტ-დიპლომატებს ამ სიტყვებს სულ ცხვირში ძმრად რომ ამოადენენ, ეგ ვიცი ზუსტად“, - წერს ლომაია.
„რუსეთი არ არის დაინტერესებული აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიერთებით“, - ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია BBC-თან ინტერვიუს დროს გააკეთა.
"აფხაზეთში აბსოლიტურად განსხვავებული სიტუაციაა, ვიდრე ყირიმში. თუ შევადარებთ აფხაზეთის, ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და ყირიმში არსებულ ვითარებას ძალინ დიდი შეცდომა მოგვივა. ამ ორ დე-ფაქტო ე.წ. სახელმწიფოს სურვილი ჰქონდათ დამოუკიდებლობა მოეპოვებინათ. რუსეთმა აღიარა ორი დე-ფაქტო წარმონაქმნის დამოუკიდებლობა. ამის შემდეგ პროგრესს ადგილი არ ჰქონია იმიტომ, რომ ორივე ტერიტორია გახლავთ საქართველოს ნაწილი და ჩემი თვალსაზრისით რუსეთი არ არის დაინტერესებული ორივე ტერიტორიის მიერთებით,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






