საქართველოს პრემიერ-ინისტრმა აღნიშნა, რუსეთი არ არის დაინტერესებული ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ანექსიით.
"მე მივესალმები იმას, რომ "ქართული ოცნების" ლიდერი ამჯერად ცდილობს რუსეთთან ნორმალური ტონალობა შეინარჩუნოს, მაგრამ ნამდვილად ვერ მოვიწონებ იმას, რომ ამდენი ხნის განმავლობაში არ შემდგარა რაიმე ტიპის სერიოზული შეხვედრა რუსეთისა და საქართველოს ხელმძღვანელობებს შორის და პრაქტიკულად ყველა განცხადება, რომელიც კეთდება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ეს არის მხოლოდ ცარიელი სიტყვები. ცარიელი სიტყვებია ბაზრის გახსნასა და სტაბილურ ბაზართან დაკავშირებით, რადგან ჩვენ მოვისმინეთ ლუკაშევიჩის განცხადება, თუ რა შეიძლება მოხდეს 27 ივნისის შემდეგ რუსულ ბაზართან დაკავშირებით. აბსოლუტურად უსაფუძვლოა განცხადება, რომ ჩვენ რუსეთთან ურთიერთობები დალაგებულია, როცა ვხედავთ, რომ საზღვარი ყოველდღიურად გადმოდის საქართველოს სიღრმეში და ჩვენი მოსახლეობა ნამდვილად არ გრძნობს თავს დაცულად ამ მიმართულებით", - განაცხადა ბურჯანაძემ და ღარიბაშვილს მოუწოდა გააგრძელოს კონსტრუქციული რიტორიკა რუსეთთან და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები პუტინთან შესახვედრად.
"მე მოვუწოდებ ღარიბაშვილს, არა მარტო კონსტრუქციული რიტორიკა გააგრძელოს რუსეთთან, არამედ გადადგას გამბედავი ნაბიჯი და დაიწყოს სერიოზული მომზადება რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს პირებთან შეხვედრისათვის. არაფერი არ გამოვა, თუ არ შედგება პირდაპირი დიალოგი რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან, თუ არ იქნება შეხვედრა პუტინთან და თუ არ იქნება კონკრეტული შეთანხმებები", - განაცხადა ბურჯანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






