გიორგი მარგველაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუს პირისპირ შეხვდა
პოლიტიკა - 20:46, 12 Jun, 2014     1188

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუს პირისპირ შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინიტრაციის ინფორმციით, მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები განიხილეს და ყურადღება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისა და შემდგომი სამოქმედო გეგმის დეტალებზე გაამახვილეს.

„საუბარი შეეხო პოლიტიკურ და ეკონომიკურ თემებს, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ჟოზე-მანუელ ბაროზოს ვიზიტს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც ახლოვდება ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა. ასევე გიორგი მარგველაშვილმა და ჟოზე-მანუელ ბაროზომ რეგიონური უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს და საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზეც იმსჯელეს. ყურადღება მათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ამ რეგიონებში ადამიანთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე გაამახვილეს. როგორც ქვეყნის პირველმა პირმა შეხვედრისას აღნიშნა, საქართველო კვლავაც განაგრძობს დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას და იმედი გამოთქვა, რომ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება სათანადოდ აისახება ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესზე. გიორგი მარგველაშვილმა ჟოზე-მანუელ ბაროზოს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერისთვის, როგორც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხრივ, ისე ევროინტეგრაციის თვალსაზრისით“,- აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინიტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით გაგრძელდა და მას ქართული მხრიდან ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი დავით პატარაია, პარლამენტის წევრი თედო ჯაფარიძე და ბელგიის სამეფოსა და ევროკავშირში საქართველოს ელჩი ნატა საბანაძე ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42