თარგამაძე- ჰაკიმის კარის მეზობლად, ბიძინის ნაჩუქარ დუპლექსში ცხოვრობს ისტორიული ფარცხალაძის მძახალი
სოც.მედია - 19:45, 12 Jun, 2014     2706
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე სოციალური ქსელის მეშვეობით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელი ადგილის, მისი გადაადგილების, დაცვის და მანქანების შესახებ დეტალურად საუბრობს.

"ჩემი სამეზობლოს ავტოპარკი: ჩემი მეზობელი ჰაკიმი ცხოვრობს ბიძინის ნაჩუქარ დუპლექსში.

დასახლდა უკვე პრემიერის სტატუსში, აითვისა მთელი პირველი სართული, მათ შორის სავაჭრო ობიექტისთვის განკუთვნილი ფართიც და შექმნა დაცვის ნამდვილი ფორპოსტი. იცავს განუსაზღვრელი რაოდენობის პირადი დაცვის გარდა რაზმი, რომლის ჩაცმულობა შავნაბადას ბატალიონის იდენტურია, თუმცა, ამბობენ, კერძო დაცვააო. მისი უსუსურობის სახლიდან გასვლისა და შემოსვლის წინ ტერიტორიას ამოწმებენ ძაღლებით, ლაბრადორებითა და გერმანული ნაგაზებით. სავარაუდოდ, თბილისის აეროპორტში დღეს ჩამოყვანილი 15 ძაღლიც ამ საქმეზეა ჩამოსული. კორტეჟის სახლთან შემოსვლისას აქრობენ გარე განათებას. ბავშვის გამოყვანისას ნამდვილ რომაულ დერეფანს აგებენ.

ჰაკიმი და მისი მეუღლე თავდაპირველად ორი ახალთახალი BMV 700-თ გადაადგილდებოდა. ამჟამად ეს მანქანები გარაჟში გადაიყვანეს, რადგან მოუყვანეს: ბიჭს - S კლასის ჯავშნიანი მერსედესი, რომლითაც ადრე პრეზიდენტი სააკაშვილი გადაადგილდებოდა, გოგოს - ვერცხლისფერი AUDI A8, რომლითაც ადრე სანდრა რულოვსი მგზავრობდა.

როგორც ჩანს, მოქმედი პრეზიდენტი და მისი თანამეცხედრე ველოსიპედებზე გადასვეს. ჰაკიმის კორტეჟში ჯავშნოსანს აცილებენ პირადი დაცვის TOYOTA 200, სამთავრობო დაცვის სამსახურის ორი SHKODA SQAUT, პატრულის ერთი SHKODA SQAUT.

სახლიდან გასვლისას და შემოსვლისას სახლთან მუდმივად იმყოფება ქალაქის პატრულის უფროსი. ქალბატონს დიდი არჩევანი აქვს, ნახსენები BMV 700-სა და AUDI A8-ს გარდა მის განკარგულებაშია LEXUS-ის ახალი ჯიპი. ამავე ჯიპით მოძრაობენ ბავშვები. მათ დაყვება და სახლთან დგას სამთავრობო დაცვის სამსახურის SHKODA SQAUT. სახლის ამბებზე - ბაზარი, ქიმწმენდა, მაღაზია, ქალბატონის მასწავლებლის მგზავრობა და ა.შ. მოძრაობს ახალი TOYOTA CAMRI სიმამრის ნაფეშქაშარი, თანასოფლელი, ყოფილი გაიშნიკი მძღოლით კეთილშობილი სახელით გივი. გივის მოვალეობაში ქალბატონის დის ტრანსპორტირებაც შედის.

ჰაკიმის კარის მეზობლად, ასევე ბიძინის ნაჩუქარ დუპლექსში ცხოვრობს ისტორიული ფარცხალაძის მძახალი, ბერას ბენდის პროდიუსერი. მის განკარგულებაშია ახალი MERSEDES S კლასი, WOLKSVAGGEN JETA, ახალი ვერცხლისფერი MERSEDES ML ჯიპი, HUNDAY-ს ახალი შავი ჯიპი, NISSAN-ის სედანი. ამას წინათ ქუჩის ბოლოში, წარწერით იყიდება, ასოციათასიანი MERSEDES-იც თავისთან გადაიყვანეს, ფულს მერე მოგცემთო და ერთი თვეა, არ მიუციათ.

საინტერესოა, რომ ჰაკიმის უბრალო მოქალაქე მეზობლის ბოლომდე დაბურულ მანქანებზეც ოპერატიულ ნომრებს ცვლიან ყოველდღე და ამ იდილიურ სურათს ასრულებს სანათესაოსთან სტუმრად მოსული თამაზ თამაზაშვილი კალაძის ნაჩუქარი მისთვის აშკარად შეუფერებელი მოტოციკლით Harley Davidson. ცხოვრობენ, რა",- წერს გივი ტარგამაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42