ზურაბ ჭიაბერაშვილი -თეა წულუკიანი ოლიგარქის ხელში უბრალო იარაღია
პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ იუსტიციის მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას სპეციალური ბრიფინგით უპასუხა.
პარტიის პოზიცია ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დააფიქსირა.
„ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დღევანდელი მთავრობა და პასუხისმგებლობას გაქცეული ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი მთელს თავიანთ პოლიტიკურ კაპიტალს ხარჯავენ არა საკუთარი დაპირებების შესრულებაზე, არამედ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ოპონენტის განადგურებაზე.
სამწუხაროდ, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის დღევანდელი უპასუხისმგებლო განცხადება ნათელს ხდის, რომ იგი ოლიგარქის ხელში უბრალო იარაღია. პოლიტიკური კონკურენციის თანაბარი პირობების უზრუნველყოფის ნაცვლად უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის რანგში მინისტრ წულუკიანის საქმიანობის მთავარ მიზნად დემოკრატიული წესწყობილების მიზანმიმართული რღვევის გამართლება იქცა.
მინისტრის დღევანდელი განცხადება, რომ თითქოს ოპოზიციის კანდიდატების არჩევნებიდან მოხსნა არა ხელისუფლების ზეწოლითა და შანტაჟით, არამედ რაღაც შეთქმულებითაა განპირობებული, სრულიად იმეორებს პრემიერ ღარიბაშვილის არაადეკვატურ ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერისათვის ჩვეულ რიტოტიკას",- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
მისივე თქმით, მინისტრმა წულუკიანმა არათუ ვერ შეძლო წინასაარჩევნოდ ძლადობის აღკვეთა, არამედ წინა მთავრობის მმართველობის პერიოდზე დაუსაბუთებელი და უარგუმენტაციო საუბრით, თვითონ იქცა ძალადობისა და პოლიტიკური ანგარიშსწორების წამქეზებლად. „ქართული ოცნება“ არ ენდობა მოქალაქეთა ნებას, ეშინია "ნაციონალურ მოძრაობასთან“ თავისუფალ გარემოში ღია კონკურენციის და ცდილობს მის არათანაბარ პირობებში ჩაყენებას.
,,დაგროვდა ჩვენს კანდიდატებზე პროკურატურისა და უშიშროების სამსახურის პირდაპირი ზეწოლის შედეგად კანდიდატების მოხსნის, ასევე საარჩევნო შეხვედრების „ქართული ოცნების“ აქტივისტების მიერ ჩაშლის არაერთი ფაქტი. აბსურდული ბრალდებით უკანონო წინასწარ პატიმრიობაში იმყოფებნიან ჩვენი პოლიტიკური ძალის ლიდერები და კანდიდატები - ჯიბუხაია, ოტიაშვილი, ლილუა. უკანასკნელი კვირის მოვლენები, განსაკუთრებით მარნეულში, ჩვენი კანდიდატის აკმამედ იმამყულიევის საარჩევნო მარათონის ჩამოშორების უკანონო მცდელობა და ზუგდიდის რაიონის ჩვენი კანდიდატის თენგიზ გუნავას წინააღმდეგ „საბჭოთა სუკის“ ტრადიციებით აგორებული კამპანია ნათელი მაგალითია, რომ „ქართული ოცნება“, ირაკლი ღარიბაშვილი და ახლა უკვე წულუკიანიც ყველა ხერხით ცდილობენ, არ დაუშვან ჩვენი გამარჯვება.
საზოგადოებას კარგად ახსოვს, თუ როგორ ცდილობდა „ქართული ოცნება“ რაფალიანცის ოჯახის ტრაგედიის თავისი მიზნებისთვის გამოყებნებას. ასევე კარგად გვახსოვს, როგორ ცდილობდა იუსტიციის მინისტრი იმის ახსნას, თუ რატომ ვერ გამოიძია მისდამი დაქვემდებარებულმა პროკურატურამ თენგიზ გუნავასადმი იარაღის ჩადების უკანონო ფაქტი.
დღევანდელმა განცხადებამ წუკლუკიანის მაშინდელი ცინიზმის დონესაც კი გადააჭარბა. დღეს დილით ჩავატარე პრესკონფერენცია თეთრწყაროში დეპუტატობის კანდიდატის სვეტლანა ჯიაშვილის მეუღლეზე განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით, კერძოდ როგორ დაემუქრა მას „ქართული ოცნების“ ადგილობრივი შტაბის უფროსი და საკრებულოს სიის პირველი ნომერი გოჩა თედორაძე შემდეგი ფრაზით:
„თუ ,,ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩევლები არჩევნებზე მივლენ, ფეხებს დავამტვრევ.“ პრესკონფერენციის შემდეგ თეთრიწყაროში „ქაართული ოცნების“ შტაბის წევრები მიუვარდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს წინასაარჩევნო შეხვედრაზე და შტაბის წევრმა თემურ ბეგიაშვილმა გაიმეორა მუქარა - „რადგან ჩვენი მუქარის შესახებ საჯაროდ განაცხადეთ, ,,ახლა ნამდვილად დაგამტვრევთ ფეხებს“ ნამდვილად არ გვაქვს იმედი, რომ მინისტრი წულუკიანი თუნდაც ამ ფაქტზე მოახდენს ადექვატურ რეაგირებას, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, ამ ზღვარგადასულ ქვეყნისათვის დიდი ზიანის მომტან უსამართლობაზე სწორ რეაგირებას საქართველოს მოქალაქეები მოახდენენ“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა