საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი თეა წულუკიანის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მინისტრმა პროკურატურას მოუწოდა გამოარკვიოს „ნაციონალურ მოძრაობას" ხომ არ ჰქონდა დაგეგმილი არჩევნებზე კანდიდატების ჯერ დაყენება და შემდეგ მოხსნა.
„მე ვფიქრობ, რომ მინისტრ წულუკიანის ეს განცხადება შეგვიძლია მივიჩნიოთ ერთგავარ კულმინაციად და სიმბოლოდ ამ მთავრობის მორალური გაკოტრებისა და კრახისა, მისი პერსონალური, როგორც მინისტრის გაკოტრების სიმბოლოდ, მინისტრ თეა წულუკიანის ავტორიტეტი არის დასული ნულზე, ნულს ქვემოთ არის, უბარლოდ რაში იღებს ის ხელფასს გაურკვეველია, რადგან ნაცვლად იმისა რომ ამ დროის განმვალობაში შეესრულებინა საკუთარი ფუნქცია, ყოველ შემთხვევაში ეზრუნა მაინც, რომ ხელი შეეწყო თანაბარი პოლიტიკური კონკურენციისთვის, რათა მოქალაქეებს შეძლებოდათ, არჩევანის გაკეთება, მან არა თუ ვერაფერი გააკეთა ამ ძალადობის აღსაკვეთად, არამედ იქცა მთავრობის აი ამ ძალადობრივი პოლიტიკის და კონკურენციის მთავარ დამცველად, „გამპრავებლად“ და ბოლოს დღევანდელი განცხადებით, იგი გადაიქცა ძალადობისა და საქართველოს შევარდნაძის პერიოდში დაბრუნების მთავარ წამქეცებლად“,- განაცხქდა გიორგი კანდელაკმა „ნიუპოსტთან“ საუბარში.
მისივე გა ნცხადებით, დღევანდელ მტავრობაში არანაირი გავლენა არ აქვს.
„იმის მაგივრად, რომ საკუთარი სიდისისათვის გაესწორებინა თვალი, იგი გადაიქცა ამ მთავრობის მიერ საქართველოს შევარდნაძის პერიოდში დაბრუნების წამქეზებლად. ნაცვლად იმისა, რომ რაიმენაირად, მეტნაკლებად, რაციონალური რამე მაინც ეთქვა აი ამ კანდიდატების მოხსნის ფაქტებზე და ყველამ კარგად იცის რომ კანდიდატების მოხსნა არის კარგად დოკუმენტირებული და კარგად აღნიშული მან საზოგადოებას შესთავაზა რაღაც კონსპირაციის თეორემები“,- აღნიშნა კანდელაკმა.
მისივე თქმით, ასეთი რიტორიკა დამახასიათებელია დაუბალანსებელი ფსიქიკის მქონე ავტოკრატიული სახელმწიფოების მინისტრებსა და ლიდერებისათვის,- „ და მე არ მგონია რომ თეა წულუკიანი თავს ამნაირად თვლიდეს“.
მასალის გამოყენების პირობები






