საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც საუბარია წინასაარცევნოდ არსებული ზეწოლის ფაქტების გამძიებაზე:
“ძალიან ვწუხვარ, რომ 4 შემთხვევა დადასტურდა. მე საერთოდ ადამიანებზე ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგი ვარ და ვისაც სურვილი აქვს თავისი თავი კანდიდატად დააყენოს, ღმერთმა ხელი მოუმართოს. იმაშიც დარწმუნებული ვიყავი, რომ ბევრ შემთხვევაში გათამაშებული სცენა იყო. ყველა ასეთი მეგონა, მაგრამ 4 არ აღმოჩნდა გათამაშებული. ის 76 გათამაშებული სცენა, რომ თითქოს დააყენეს, მერე მოხსნეს და თემა წამოეწიათ თითქოს ხელისუფლება ძალადობას მიმართავს, ეს ჩაფიქრებული ჰქონდა “ნაციონალურ მოძრაობას”, ამას აკეთებდა წლების განმავლობაში და ახლაც. რაც დაფიქსირდა რეალურად ზეწოლის ფაქტები ძალიან ვწუხვარ და კატეგორიულ რეაგიურებას მოვითხოვ”, – განაცხადა დავით საგანელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






