ლევან ყიფიანი ევროპის საუნივერსიტეტო სპორტის ასოციაციის პრეზიდენტს და გენერალურ მდივანს შეხვდა
სპორტი - 15:57, 12 Jun, 2014     2849
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ლევან ყიფიანი ევროპის საუნივერსიტეტო სპორტის ასოციაციის პრეზიდენტს, ადამ როზიკს და ამავე ფედერაციის გენერალურ მდივანს მატიაშ პეჩოვნიკს შეხვდა.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, შეხვედრას მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე და საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი ლექსო გუგავა დაესწრნენ .

ქართულმა მხარემ ევროპელი კოლეგებისგან საქართველოში საუნივერსიტეტო სპორტის განვითარებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები მიიღო.

ქართული მხარის სურვილია უახლოეს მომავალში საქართველომ, რომელიმე სპორტის სახეობაში ევროპის საუნივერსიტეტო ჩემპიონატს უმასპინძლოს, რაზეც მზადყოფნა ევროპის საუნივერსიტეტო სპორტის ასოციაციამაც გამოთქვა.

მოლაპარაკების შემდეგ გაირკვევა, რომელ სპორტის სახეობებში საქართველო ევროპის საუნივერსიტეტო თამაშებს და კონკრეტულად როდის უმასპინძლებს.

ევროპის საუნივერსიტეტო სპორტის ასოციაციის ხელმძღვანელები თბილისში საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის მოწვევით ჩამოვიდნენ.

თბილისშია ევროპის საუნივერსიტეტო სპორტის ასოციაციის აღმასკომის 22 წევრიც, რომლებიც 13-14 ივნისს აღმასკომის სხდომას დაესწრებიან და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელებენ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42