ტუბერკულოზით დაავადებული ბრალდებულები დღეიდან ტუბერკულოზის N19 სამკურნალო ცენტრში განთავსდებიან
პოლიტიკა - 15:55, 12 Jun, 2014     1218
სასჯელაღსრულების სამინისტრომ კიდევ ერთი სისტემური ცვლილების გადაწყვეტილება მიიღო: ტუბერკულოზით დაავადებული ბრალდებულები დღეიდან ტუბერკულოზის N19 სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში განთავსდებიან.

სამინისტროს ინიციატივით, გაუქმდა კანონმდებლობით არსებული უთანასწორობა ტუბერკულოზით დაავადებულ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა შორის. დღემდე არსებული პრაქტიკით, ტუბერკულოზით დაავადებულ ბრალდებულებს არ შეეძლოთ ტუბერკულოზის ცენტრში მკურნალობის მიღება. ამას კრძალავდა კანონმდებლობა და ბრალდებულთა მკურნალობის საკითხი ტუბერკულოზის ცენტრის ინფრასტრუქტურაშიც არ იყო გათვალისწინებული. სასჯელაღსრულების და სამედიცინო დეპარტამენტების ერთობლივი ძალისხმევით ეს სისტემური პრობლემა დღეისათვის გადაჭრილია.
ამ ნაბიჯით სახელმწიფომ შეასრულა წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) კიდევ ერთი რეკომენდაცია - CPT-ის 2010 წლის ანგარიშში საქართველოს წინააღმდეგ გამოთქმულ კრიტიკაში ნათქვამია, რომ „ტუბერკულოზის გადამდები ფორმებით დიაგნოსტირებული პატიმრების ტრანსფერი შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში სათანადოდ არ ხორციელდება და მათ უწევთ თვეობით ლოდინი სანამ ტუბერკულოზის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანენ“.
2013-2014 წლებში პენიტენციური ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტროს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრომ ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლაში გარდატეხა შეიტანა: გახსნა ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ახალი ცენტრი, სისტემაში 15-ჯერ შეამცირა ტუბერკულოზის გავრცელება, მინიმუმამდე დაიყვანა ტუბერკულოზთან დაკავშირებული სიკვდილობა, დაავადების ადრეული გამოვლენის მიზნით გააფართოვა სკრინინგით მოცვა და გააუქმა ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა შორის ტუბერკულოზის მკურნალობაში არსებული უთანასწორობა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42