საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“–ის მორიგ ანგარიშში გასული წლის 17 მაისს – უმცირესობების უფლებების დაცვის დღეს თბილისში განვითარებული მოვლენები და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ სადავო გამოძიებებიც მოხვდა.
„2013 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კვლავ აგრძელებდა საკამათო გამოძიებას და „ნაციონალური მოძრაობის“ მაღალი რანგის ყოფილი თანამდებობის პირების დევნას ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, კორუფციის ბრალდებით. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავად დარჩა ოფისში 2013 წლამდე და მისი თანამშრომლობა ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან იყო შეზღუდული. მარტში კი გავლენიანი ქართველი მართმადიდებელი სასულიერო პირები ხელმძღვანელობდნენ ათასობით ხალხს ლგბტ პირთა უფლებების დასაცავად გამართულ აქციაზე შეტევისას თბილისის ცენტრში“, – ნათქვამია ანგარიშში "ქვეყნები გარდამავალ ეტაპზე 2014".
მასალის გამოყენების პირობები






