თვითმმართველობის არჩევნებს ევროსაბჭოს დელეგაცია დააკვირდება
პოლიტიკა - 14:48, 12 Jun, 2014     1349

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის დელეგაცია საქართველოში 2014 წლის 15 ივნისს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდება.

საქართველოში ევროსაბჭოს წარმომადგენლობის ცნობით, დელეგაციას ჯოს ვინენი (ნიდერლანდები, ევროპის სახალხო პარტია) უხელმძღვანელებს. დელეგაცია 22 წევრისაგან შედგება, რომელთა შორის არიან წევრები ევროპის კავშირის რეგიონთა კომიტეტიდან.

ევროსაბჭოს წარმომადგენლობის განცხადებით, 28-29 მაისს შედგა კონგრესის წევრთა წინასაარჩევნო ვიზიტი, რათა შეეფასებინათ საარჩევნო გარემო და არჩევნებისთვის მზადების პროცესი. არჩევნების დღესთან მიმართებით, კონგრესის დელეგაციის მეთაურმა ჯოს ვინენმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, გააკეთოს ყველაფერი, რათა არჩევნებამდე დარჩენილი დღეების განმავლობაში უზრუნველყოს სამართლიანი კამპანია მშვიდობიან და დემოკრატიულ გარემოში.

"მე ყურადღება მივაქციე მთავრობის დაპირებას, რომ ჩატარდეს უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტის არჩევნები, რათა დაიგმოს ნებისმიერი ფორმის ძალადობა და თითოეულ კანონდარღვევას მოჰყვეს სათანადო რეაგირება. საარჩევნო კამპანიის პროცესში პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს შორის კონკურენცია შეიძლება იყოს წინააღმდეგობრივი, მაგრამ არასოდეს უნდა ახლდეს დამამცირებელი თუ სიძულვილით აღსავსე დისკურსი ან ქცევა. ხელისუფლების შტოების ურთიერთკონტროლისა და დაბალანსების სისტემა არის მოწიფული დემოკრატიული გარემოს მთავარი წინაპირობა, რომელშიც მთავრობასაც და ოპოზიციასაც თავისი როლი აქვს და ორივე პასუხისმგებლობით ეკიდება მათ, ვინც გადაწყვეტილებას იღებს არჩევნების დღეს - ხალხს", - განაცხადა ვინენმა.

ევროსაბჭოს წარმომადგენლობის ინფორმაციით, 12 და 13 ივნისს დელეგაციის წევრები საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვდებიან მთავრობის წარმომადგენლებს, მათ შორის, იუსტიციის მინისტრს და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანს. ასევე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებს. აღნიშნული კონგრესის დელეგაცია ასევე შეხვდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებს.

ევროსაბჭოს წარმომადგენლობის ინფორმაციით, შეხედულებების გაზიარების მიზნით შეხვედრები იგეგმება თბილისის მერობის კანდიდატებთანაც, ასევე კონგრესის საქართველოს დელეგაციის წევრებსა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან. აგრეთვე დელეგაცია შეხვდება დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს.

14 ივნისს დელეგაციის წევრები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში შეხვდებიან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ადგილობრივ გრძელვადიან დამკვირველვებს, რათა მოემზადნონ 15 ივნისის არჩევნებზე დასაკვირვებლად.

ევროსაბჭოს წარმომადგენლობის განცხადებით, სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" 16 ივნისს, 11:30 საათზე დაგეგმილია პრესკონფერენცია, სადაც დელეგაცია თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, წინასწარ დასკვნებს წარმოადგენს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42