ზურაბ ჯაფარიძე - საქსტატის მონაცემებით ეკონომიკური მაჩვენებლები შემცირებულია
პოლიტიკა - 14:17, 12 Jun, 2014     1190
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, ეკონომიკური მაჩვენებლები შემცირებულია. 2013-2014 წლების მონაცემები დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ წარადგინა და განმარტა, რომ ის "საქსტატის" მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას და ციფრებს ეყრდნობა.

ჯაფარიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომიკის ცალკეული სფეროების შემდეგ მაჩვენებლებზე ისაუბრა: მშენებლობაში დასაქმებულთა რაოდენობა 2013 წლის მე-4 კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14,313-ით შემცირდა, ხოლო 2014 წლის პირველ კვარტალში 2012 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დასაქმებულთა რაოდენობა 4,221-ით შემცირდა; მთლიანი ბრუნვა მშენებლობაში 2013 წლის მე-4 კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 230.5 მილიონი ლარით შემცირდა, ხოლო 2014 წლის პირველ კვარტალში 2012 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მთლიანი ბრუნვა შემცირდა 65.2 მილიონი ლარით; ასევე მშენებლობაში 2013 წლის მე-4 კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით პროდუქციის გამოშვება შემცირდა 237.2 მილიონი ლარით, ხოლო 2014 წლის პირველ კვარტალში 2012 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით პროდუქციის გამოშვება შემცირდა 18 მილიონი ლარით.

მისივე თქმით, 2014 წლის პირველ კვარტალში 2012 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მრეწველობაში დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა 898–ით, ხოლო 2013 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით – 4 ათას 111–ით.

სოფლის მეურნეობის სექტორთან დაკავშირებით ჯაფარიძემ განაცხადა, რომ 2013 წელს 2012 წელთან შედარებით ბოსტნეულის წარმოება შემცირდა 3 ათასი ტონით, ხორბლის წარმოება - 3 ათასი ტონით, ხორცის წარმოება - 100 ტონით, კვერცხის წარმოება - 12 მილიონი ცალით, რძის წარმოება - 7 მილიონი ლიტრით.

"ეს ციფრები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ეკონომიკა არის გაჩერებული და ის მიდგომები და პროგრამები, რასაც ხელისუფლება ანხორციელებს არის მხოლოდ ზიანის მომტანი", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42