პროკურატურა საარჩევნო სუბიექტებზე ზეწოლის ფაქტებზე განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 14:08, 12 Jun, 2014     1143

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საარჩევნო სუბიექტების მიმართ განხორციელებული შესაძლო ზეწოლის 80 ფაქტი გამოიკვლია. ამის შესახებ საგამოძიებო ორგანო განცხადებას ავრცელებს:

„საქართველოს პროკურატურამ საარჩევნო სუბიექტების მიმართ განხორციელებული შესაძლო ზეწოლის 80 ფაქტი გამოიკვლია. პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოწოდებული, აგრეთვე მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის ნამდვილობის გადამოწმების მიზნით გამოიკითხა 100-ზე მეტი პირი, რომელთა შორის იყვნენ არამხოლოდ შესაძლო ზეწოლის ე.წ. „მსხვერპლები“, არამედ ყველა ის პირი, რომელსაც მითითებულ ფაქტებთან დაკავშირებით გააჩნდა რაიმე სახის ინფორმაცია.

ამასთანავე, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა უშუალოდ მოახდინეს იმ ფაქტების გადამოწმება, სადაც შესაძლო მუქარასა და ზეწოლაში სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს ამხელდნენ.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა გავასაჯაროოთ შედეგები და გაუწყოთ, რომ 80 შემთხვევიდან 76 შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტებმა გამოკითხვისას არ დაადასტურეს გავრცელებული ინფორმაცია სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა ან სხვა პირთა მხრიდან ზეწოლის შედეგად კანდიდატურის მოხსნის შესახებ და კანდიდატურის მოხსნის მიზეზად სხვადასხვა პირადი (ოჯახური მდგომარეობა, ასაკი, გადატვირთულობა და ა.შ.) მოტივი დაასახელეს. აქვე გაცნობებთ, რომ პირის გამოკითხვა არის ნებაყოფლობითი ხასიათის მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავს მომხდარი ფაქტების ირგვლივ განმარტების მიღებას.

მათ შორის, პროკურატურამ გამოიკვლია უწყებათშორის საბჭოს სხდომაზე გაჟღერებული საკითხი შალვა გოლოშვილის მიმართ ზეწოლის შემთხვევის ფაქტზე, რომლის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა თამაზ მაყაშვილმა განუცხადა. გამოკითხვისას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რაიმე ფორმით ზეწოლის ფაქტი უარყო როგორც შალვა გოლოშვილმა, ისე თამაზ მაყაშვილმა, რომლის გამოკითხვასაც ესწრებოდა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი. თამაზ მაყაშვილმა ასევე განმარტა, რომ ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელთან მხოლოდ ვარაუდი გამოთქვა.

4 შემთხვევაში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლით, რაც გულისხმობს ადამიანის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას, ესე იგი მის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებას, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ან საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.

გამოძიება გრძელდება მუქარის შემცველი ზარების ავტორების და იმ პირთა ვინაობის დასადგენად, რომლებიც შესაძლოა ფლობდნენ რაიმე ინფორმაციას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

პროკურატურა ასევე დაინტერესდა სოფელ უდეში მომხდარი სავარაუდო ზეწოლის ფაქტებითაც. გამოიკითხნენ როგორც საარჩევნო კანდიდატები, რომლებმაც გავრცელებული ინფორმაცია ზეწოლის შედეგად კანდიდატურების მოხსნის შესახებ არ დაადასტურეს, რაზეც შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.

პროკურატურის მიერ სხვა საკითხთა შორის შესწავლილი იქნა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ოზურგეთის დეპუტატობის კანდიდატის - კახა კილაძის მიერ კანდიდატურის მოხსნის შესახებ. გამოკითხვისას კახა კილაძემ განმარტა, რომ კანდიდატურა თავიდავე ფორმალურად დააყენა მისი მეგობრის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის - მიხეილ გოგოტიშვილის თხოვნით, რომელმაც მას აუხსნა, რომ რეგისტრაცია ფორმალურ ხასიათს ატარებდა და ნებისმიერ დროს შეეძლო კანდიდატურის მოხსნა.

პროკურატურა აგრძელებს მსგავსი ფაქტების გამოკვლევას და ვაცხადებთ მზაობას შესწავლილი იქნას ნებისმიერი ფაქტი, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს რაიმე სახის სამართალდარღვევას, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით ვაცნობებთ.

აქვე, პროკურატურა ასაჯაროებს ზემოაღნიშნული ფაქტების ამსახველი გამოკითხვის ოქმების ნაწილს, რომელიც გამოსაკითხი პირების მიერ ნებაყოფლობით მიცემულ განმარტებებს ასახავს. (კახაბერ კილაძის გამოკითხვის ოქმი; შალვა გოლოშვილის გამოკითხვის ოქმი; თამაზ მაყაშვილის გამოკითხვის ოქმი;)“, - ნათქვამია განცხადებაში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42