არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრის განცხადებებს ეხმაურებიან
არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებებს ეხმაურებიან. როგორც არასამთავროების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი , ისინი მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია, მაღალი თანამდებობის პირები განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ სასამართლო ხელისუფლების მიმართ საკუთარი პოზიციების დაფიქსირებას.
"10 ივნისს, ბათუმში, პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, განაცხადა: "ჯერ კიდევ გვაქვს ლეგიტიმური ეჭვი და საფუძველი ვიფიქროთ, რომ რამდენიმე მოსამართლე ჯერ კიდევ არ არის თავისუფალი და ჯერ კიდევ რამდენიმე მოსამართლე არის გარკვეული გავლენის ქვეშ ყოფილი ხელისუფლების".
მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, მაღალი თანამდებობის პირები განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ სასამართლო ხელისუფლების მიმართ საკუთარი პოზიციების დაფიქსირებას და მითუმეტეს ცხადი და უტყუარი მტკიცებულებების მოშველიების გარეშე გარკვეული ბრალდებების წამოყენებას ზოგადად სასამართლოს, განსაკუთრებით კი, ინდივდუალური მოსამართლეების მიმართ.
მოსამართლეებს ეკისრებათ ვალდებულება იმოქმედონ ეთიკის ნორმების დაცვით, რაც ასევე მოიცავს პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და მიუკერძოებლობის პრინციპების უზრუნველყოფას. ამ პრინციპების დარღვევის ფაქტების აღმოჩენა-შესწავლა კი კონკრეტული ორგანოების უფლებამოსილებას წარმოადგენს და არა პოლიტიკური განცხადებების საგანს.
ამავე კონტექსტში საყურადღებოა პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ქალბატონი მანანა კობახიძის განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გიორგი უგულავას საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ვიცე-სპიკერის განმარტებით, ადრე საკონსტიტუციო სასამართლო ამგვარი გადაწყვეტილების მიღებას ვერ გაბედავდა და ეს ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში შეძენილი დამოუკიდებლობის ნიშანია. აქვე უნდა აღინიშნოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავჯდომარის მოადგილის ელისო ჩაფიძის განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს მისამართით, საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმეზე პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომელსაც ადგილი ჰქონდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მისამართით. უმრავლესობის წევრების მხრიდან, სასამართლოს მიმართ გამოთქმულმა შეფასებებმა, შესაძლოა, ხელი შეუწყოს პროტესტისა და განწყობების ასეთი ფორმით გამოხატვას და მოვლენების მსგავს განვითარებას. სამწუხაროდ, ამ ქმედებებს ადეკვატური რეაგირება და შეფასებები ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არ მოჰყოლია.
დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა წარმოუდგენელია სასამართლო გადაწყვეტილებების პატივისცემისა და აღიარების გარეშე. მნიშვნელოვანია, რომ როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარ მოქმედებებსა და გამოსვლებში იყვნენ თანმიმდევრული და პრინციპული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის დაცვისა და სასამართლო სისტემის გაძლიერების სასარგებლოდ. მათი განცხადებები არ უნდა უწყობდეს ხელს სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციასა და ავტორიტეტის შემცირებას. აღნიშნული განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია მაშინ, როცა სასამართლოს გადაწყვეტილება, პოლიტიკური უმრავლესობის ინტერესებს ეწინააღმდეგება.
მოვუწოდებთ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებს, ისე ყველა სხვა პოლიტიკურ ჯგუფს, მოერიდიონ სასამართლო ორგანოების მიმართ დაუსაბუთებელი განცხადებების გაკეთებას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკურ პროცესში ჩართვა და შეარყიოს მისი დამოუკიდებლობა", -ნათქვამია განცხადებაში.
ერთობლივი განცხადება შემდეგმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეიმუშავეს - ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" (თI); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო"; კონსტიტუციის 42-ე მუხლი.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა