ჭიაბერაშვილი: დღეს საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც ვერ ბედავს რუსეთს ოკუპანტი დაარქვას
პოლიტიკა - 12:05, 12 Jun, 2014     1544
პრემიერ-მინისტრის განცხადებები საქართველოს ეროვნულ ინტერესებს აზიანებს, - ასე აფასებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ტელეკომპანია "ბიბისის" ეთერში გაკეთებულ შეფასებებს.

როგორც ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, დღეს საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც ვერ ბედავს რუსეთს საკუთარი სახელი დაარქვას.

"მავნებლურ პოლიტიკის და რიტორიკას, რომელსაც საფუძველი ბიძინა ივანიშვილმა ჩაუაყარა, ირაკლი ღარიბაშვილი აგრძელებს. ამას არაფერი აქვს საერთო ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან. დღეს საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც ვერ ბედავს რუსეთს დაარქვას თავისი სახელი – ოკუპანტი. ის არასწორს ფორმულირებებს აკეთებს იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც ქვეყნის წინაშე დგას, ეს არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი და ამით ვნებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ამგვარმა განცხადებებმა შეიძლება მოიტანოს შედეგი, როცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და დეოკუპაციის საკითხი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების დღის წესრიგში სულ უფრო ქვემოთ ჩაიწევს, რაც რა თქმა უნდა, ხელს აძლევს რუსეთს, ეს ხელ-ფეხს გაუხსნის მას გააკეთოს იგივე, რაც გააკეთა უკრაინაში ყირიმთან მიმართებით", - განუცხადა ჟურნალისტებს ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მისივე თქმით, "ერთიანი ნაციონალური მოძარობა" ჯოზე მანუელ ბაროზოსთან შეხვედრაზე დასვამს იმ პრობლემებს, რომელთა გადაჭრაც დღეს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებშია.

"ოპოზიციამ მაინც უნდა ისაუბროს ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინაშე იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელთა გადაჭრაც ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებს წარმოადგენს", - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა BBC World-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შექმნილი ვითარების შედარება ყირიმის სიტუაციასთან დიდი შეცდომა იქნებოდა. რუსეთი არ არის დაინტერესებული ამ ორი დე-ფაქტო ტერიტორიის ანექსიით.

საქართველოს პრემიერის განცხადებით, ამ ორ დე-ფაქტო ე.წ. სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მოპოვების სურვილი ჰქონდათ და რუსეთმა აღიარა მათი დამოუკიდებლობა, თუმცა მას შემდეგ მათ პროგრესისთვის არ მიუღწევიათ.

"ეს ორი ტერიტორია გახლავთ საქართველოს ნაწილი ჩვენი ქვეყნის არსებობიდან მოყოლებული. ჩემი თვალსაზრისით და ჩვენი ანალიზის მიხედვით, რუსეთი არ არის დაინტერესებული ამ ორი დე-ფაქტო ტერიტორიის ანექსიით", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საქართველომ აბსოლუტურად შეცვალა რუსეთთან დამოკიდებულება. მისივე თქმით, სააკაშვილის მთავრობას განსხვავებული, რადიკალური მიდგომა ჰქონდა რუსეთთან, ახალმა ხელისუფლებამ კი კონსტრუქციული ნაბიჯები გადადგა დაძაბულობის განსამუხტად.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42