„რუსეთი არ არის დაინტერესებული აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიერთებით“, - ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია BBC-თან ინტერვიუს დროს გააკეთა.
მისი თქმით, აფხაზეთში, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და ყირიმში არსებული სიტუაცია „აბსოლიტურად განსხვავდება ერთმანეთისგან“.
"აფხაზეთში აბსოლიტურად განსხვავებული სიტუაციაა, ვიდრე ყირიმში. თუ შევადარებთ აფხაზეთის, ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და ყირიმში არსებულ ვითარებას ძალინ დიდი შეცდომა მოგვივა. ამ ორ დე-ფაქტო ე.წ. სახელმწიფოს სურვილი ჰქონდათ დამოუკიდებლობა მოეპოვებინათ. რუსეთმა აღიარა ორი დე-ფაქტო წარმონაქმნის დამოუკიდებლობა. ამის შემდეგ პროგრესს ადგილი არ ჰქონია იმიტომ, რომ ორივე ტერიტორია გახლავთ საქართველოს ნაწილი და ჩემი თვალსაზრისით რუსეთი არ არის დაინტერესებული ორივე ტერიტორიის მიერთებით,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






