„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, ზუგდიდში დღეს მომხდარ ინციდენტზე „პასუხს პრემიერ-მინისტრი აგებს“.
მისი თქმით, ხელისუფლება დავით ცინდელიანის და პაატა ქარდავას ოჯახების ტრაგედიას აბოლუტურად ცინიკურად და უზნეოდ იყენებს.
"სწორედ ირაკლი ღარიბაშვილმა დაადო ხელი საკუთარ პოლიტიკურ ოპონენტს პირდაპირ, აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ, მაშინ როცა გამოძიებაშიც კი ფორმალურად საერთოდ არ ფიგურირებს თენგიზ გუნავას გვარი. ამით, კიდევ უფრო ნათელი გახადა, რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. ეს მიზანი არის მარტივია - ოპონენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოება, ნორმალური არჩევნების შეზღუდვა საარჩევნო კამპანიის გამოყენებით და განსაკუთრებით დიდი უზნეობაა, როცა ამ ყველაფრისთვის ოჯახების ასეთ ტრაგედიას იყენებ" - განაცხადა ბოკერიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისთან გარდაცვლილი დავით ცინდელიანის და პაატა ქარდავას ოჯახის წევრებმა აქცია გამართეს.
ადგილზე აქციის მონაწილეებსა და ადგილზე შეკრებილ სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები






