მხარეებმა შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ნატო-ში ინტეგრაციის პროცესზე გაამახვილეს.
ალბანეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ნატო-ში ალბანეთის გაწევრების პროცესის შესახებ თავისი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე ჩვენს ქვეყანას მხარდაჭერა აღუთქვა.
„საქართველო სწორ გზას ადგას და თქვენი ქვეყნის მიღწევები შთამბეჭდავია. ალბანეთი მხარს გიჭერთ და მოგიწოდებთ, რომ იყოთ მომთმენი და პრინციპული თქვენს მიზნებში“, - განაცხადა მიმი კოდჰელმა.
ქართულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევრო-ატლანტიკური კურსი, ესაა ქართველი ხალხის მტკიცე ნების გამოხატულება. აღინიშნა ისიც, რომ ამ საკითხზეც, და საერთოდ, საგარეო მიმართულების შესახებ პარლამენტში ერთიანი, შეჯერებული მოსაზრება აქვთ. ეს ეხება როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, ასევე საპარლამენტო უმცირესობას.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ნატო-ს მომავალი სამიტისაგან საქართველო პრაქტიკულ და ქვეყნისათვის სასარგებლო ნაბიჯებს ელოდება.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ თავდაცვის სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა მომავალში საპარლამენტო დონეზეც გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები






