თვითმფრინავის გატაცების მცდელობის ბრალდებით ბელორუსში დაკავებული გელა სახელაშვილის ოჯახი მომხდართან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.
მათი თქმით, აღნიშნული ინფორმაცია მედიის საშუალებით გაიგეს და ხელისუფლების წარმომადგენლებიდან ოჯახის წევრებს არავინ დაკავშირებია.
"ცუდი სიმთვრალე ჰქონდა და სანამ თვითმფრინავში ჩაჯდებოდა, კიდევ არაყი დაულევია. მინსკში მიფრინავდა, სადაც მუშაობა უნდა დაეწყო. მისი ცოლი და ბავშვი ავად არიან, ამიტომ ფული სჭირდებოდა. ევროპაში არაფერი ესაქმებოდა. უბრალოდ, როცა დათვრებოდა, ვერ ვიმორჩილებდით. ახლა რით ვუმკურნალოთ მის ცოლს და შვილს, აზრზე არ ვართ, არც ის ვიცით, თვითონ როგორაა. ერთადერთი ინფორმაცია, რაც ტელევიზიით გავიგეთ, ის არის რომ, მინსკშია დაკავებული", - აცხადებს ოჯახის ერთ-ერთი წევრი რეზო კუბლაშვილი.
გელა სახელაშვილი ბელორუსიის უშიშროების სამსახურმა გუშინ დააკავა.
მასალის გამოყენების პირობები






