ვიცე-პრემიერი კახი კალაძის გუშინდელ განცხადებებს ნინო ბურჯანაძის ვაჟი რეზიკო ბიწაძე „ფეისბუქზე“ ეხმაურება. ბიწაძე კალაძეს „ორღობის ჭორიკანა დედაკაცს“ უწოდებს.
"კახი! ვის არ მოუკითხავს ხალხი 26 მაისს?! 17 წლის ასაკში ზონა-ზონა პერედაჩებზე რო დავრბოდი ფეხით (ეს მარტო მე), ვინ მყავდა ცოცხალი ვინ მკვდარი წესიერად არც ვიცოდი! რა გალაპარაკებს ამდენს, რომ დაგვიჭირეს და გადაგვიარეს მაშინ შენ არმანის ნიფხავში წამოგორებული იღებდი სურათებს იტალიაში! სპეცნაზმა გამოიყვანა ბურჯანაძეო სააკაშვილის გარდა არავის არ უთქვამს ეგ სისულელე და იმანაც ერთხელ და მეორედ ვეღარც გაიმეორა. ბოლოს და ბოლოს, რამდენიმე ასეულმა კაცმა უყურა მარტო ჩვენი მხრიდან ვინ, როგორ გამოვიდა. მის ადგილზე ეჭვი მაქვს ტირილით გამოვარდებოდი იქედან. ვიცე-პრემიერი ხარ, კანავაროსთან ერთად კი არ ხარ იახტაზე რომ ჭორაობ ორღობის დედაკაცივით",- წერს რეზიკო ბიწაძე.
კახი კალაძემ „პოლიტიკის დროში“ სტუმრობისას ნინო ბურჯანაძეს 26 მაისი გაახსენა განაცხადა, რომ ნინო ბურჯანაძის ესკორტს "ნაციონალურმა მოძრაობამ" კორიდორი გაუკეთა და გაქცევის საშუალება მისცა.
"ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს 26 მაისი, თქვენი ექსკორტი, როდესაც ახალგაზრდა ბიჭებს ხელკეტებით სცემდნენ. როგორ გაგიკეთათ კორიდორი "ნაციონალურმა მოძრაობამ", როგორ გარბოდით და იქ ხალხი როგორ იხოცებოდა და რა დღეში იყო. იქ დაზარალებულ ერთ ოჯახს მაინც თუ მიაქციეთ ყურადღება?", - აღნიშნა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






