IDFI ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი უწყებების პრემიებზე ინფორმაციას ასაჯაროებს
პოლიტიკა - 15:42, 11 Jun, 2014     1235

IDFI რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი უწყებების პრემიებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

IDFI-ის ინფორმაციით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის და მისი მოადგილეების ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო შეადგენს - დეპარტამენტის თავმჯდომარის - 3 450 ლარს, პირველი მოადგილის - 2 700 ლარს, მოადგილის 2 600 ლარს. 2013 წლის განმავლობაში აღნიშნული თანამდებობის პირები ყოველთვიურად იღებდნენ დაახლოებით თანამდებობრივი სარგოს ოდენობის პრემიას.

„საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გადაუდებელი აუცილებლობით განპირობებული შესყიდვები განახორციელა 34 944 779 ლარის ღირებულების საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. აღნიშნული თანხიდან ყველაზე დიდი თანხა 11 171 430 ლარი მოხმარდა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსასვლელი საავტომობილო გზის კმ22-კმ34,3 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

მუნიციპალური განვითარების ფონდს, ფონდის ბალანსზე ამჯერად იმყოფება 39 ავტომობილი, რომელთაგან აღმასრულებელი დირექტორის მფლობელობაში იმყოფება 103 908 ლარად შესყიდული 2010 წელს გამოშვებული ტოიოტა ლენდკრუიზერი, ხოლო მისი პირველი მოადგილის მფლობელობაში - 69 804 ლარად შესყიდული 2008 წელს გამოშვებული იგივე მოდელის ავტომობილი.

ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო შეადგენს 6000 ლარს, მისი პირველი მოადგილის 5 500 ლარს, ხოლო მისი მოადგილის 5 450 ლარს. 2013 წელს აღმასრულებელ დირექტორსა და მის ორ მოადგილეს პრემიის სახით მიღებული აქვთ 50 276 ლარი.

2013 წლის განმავლობაში ფონდმა საზღვარგარეთ მივლინებებზე ჯამში 46 833 ლარი დახარჯა, დაწესებულების წარმომადგენლობითმა ხარჯმა კი 58 506 ლარი შეადგინა“, - ნათქვამია IDFI-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42