„შინაგან საქმეთა სამინისტროს და იქ მობილიზებულ სპეცრაზმს ყველა შესაძლებლობა ჰქონდა, რომ ეს არ დაეშვათ. ის ფაქტი, რომ მათ მიეცათ შესაძლებლობა გასულიყო მათი ესკორტი, ეს იყო ფაქტი და სწორედ ამაზე ისაუბრა ბატონმა კახიმ. რეალურად, რომ მოენდომებინა შინაგან საქმეთა სამინისტროს ისინი ამ ესკორტს არ გაატარებდნენ“, - გნაცხადა კობახიძემ.
კახი კალაძემ „პოლიტიკის დროში“ სტუმრობისას ნინო ბურჯანაძეს 26 მაისი გაახსენა განაცხადა, რომ ნინო ბურჯანაძის ესკორტს "ნაციონალურმა მოძრაობამ" კორიდორი გაუკეთა და გაქცევის საშუალება მისცა.
"ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს 26 მაისი, თქვენი ექსკორტი, როდესაც ახალგაზრდა ბიჭებს ხელკეტებით სცემდნენ. როგორ გაგიკეთათ კორიდორი "ნაციონალურმა მოძრაობამ", როგორ გარბოდით და იქ ხალხი როგორ იხოცებოდა და რა დღეში იყო. იქ დაზარალებულ ერთ ოჯახს მაინც თუ მიაქციეთ ყურადღება?", - აღნიშნა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






