საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია საკუთარ განცხადებას განმარტავს, რომელიც პოლიტპატიმრების სტატუსით გათავისუფლებულ პირებს უკავშირდებოდა.
"როგორც ჩანს, ყოველთვის გვჭირდება ძალიან ნათელი განმარტებები რომ გავუკეთოთ ხელახლა იმას, რაც ვთქვით. სამწუხაროდ, კარგი მსმენელი არა გვყავს ხოლმე პოლიტიკური სპექტრის სახით და გამეორება გვიწევს. აქ არ არის საუბარი პოლიტპატიმრებზე ზოგადად. კონკრეტულად იყო დასმული შეკითხვა ჩემს მიმართ იმ კონკრეტულ პირებზე, ვინც ეჭვმიტანილი იყო ჯაშუშობაში, ანუ იყო კონტრდაზვერვითი საფრთხის მატარებელი და მე სწორედ ამ კატეგორიის ხალხზე მქონდა საუბარი და არავითარ შემთხვევაში ზოგადად პოლიტპატიმრებზე. აქედან გამომდინარე, ჩემი პასუხი ეხებოდა ვიწროდ, იმ ადამიანებს, ვინც ეჭვმიტანილი იყო ჯაშუშობაში. რა თქმა უნდა, მომავალშიც ჩვენ ძლაიან მტკიცე ვიქნებით როგორც სახელმწიფო ყველა კონტრდაზვერვითი საფრთხის მიმართ და გვექნება ძალიან სწრაფი და რეაგირება ყველა ასეთი საფრთხის წინააღმდეგ", - განაცხადა ალასანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






