დარიალის ხეობაში გზების რეაბილიტაციისთვის 7 000 000 ლარი გამოიყო. ამის შეახებ პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილ განკარგულებაშია ნათქვამი.
„პირველ ეტაპზე დაგეგმილია ავტოტრანსპორტის დროებითი განვლადობის უზრუნველყოფის მიზნით გადაუდებელი სამუშაოები, ხოლო მეორე ეტაპზე - დაზიანებული საავტომობილო გზის აღდგენითი სამუშაოები. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ავტოტრანსპორტის დროებითი განვლადობის უზრუნველყოფის მიზნით პირველ ეტაპზე განსახორციელებელი გადაუდებელი სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საზედამხედველო და საპროექტო მომსახურების შესყიდვისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს გამოუყოს 7 000 000 (შვიდი მილიონი) ლარი“, - ნათქვამია განკარგულებაში.
მასალის გამოყენების პირობები






