„კანდიდატებზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტებთან მიმართებაში შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების რეაგირება არასაკმარისი და არაეფექტურია“, - ამის შესახებ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ გავრცელებულ ანგარიშშია საუბარი.
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ყოველგვარი გამოძიების გარეშე, უარყო საარჩევნო კანდიდატებზე ზეწოლის ფაქტები და მასში პოლიციელთა შესაძლო მონაწილეობა. პროკურატურის ინფორმაციით, სავარაუდო ზეწოლის 61 ფაქტიდან მხოლოდ 4 ფაქტზე დაიწყო გამოძიება. ამ ფონზე, ძალადობის, ზეწოლის უპირობო დაგმობისა და ეფექტური გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე ხაზგასმის ნაცვლად, არაადეკვატური იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ "ქართული ოცნება" არც ერთ რეგიონსა და ქალაქში არ დაუშვებდა სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვებას", - ნათქვამია ანგარიშში.
მასალის გამოყენების პირობები






