ალასანია ტვინგაყინულებისთვის განმარტებას აკეთებს
პოლიტიკა - 13:11, 11 Jun, 2014     798
,,ყველაზე ტვინგაყინულებისთვის კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის ჩვენი ქვეყნის თავდაცვის სისტემა და არაფერი აქვს მას საერთო ანტისარაკეტო სისტემასთან", - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ალბანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია არ აკონკრეტებს, თუ ვისთან აწარმოებს ქართული მხარე თავდაცვითი სისტემების შესახებ მოლაპარაკებებს, თუმცა ამბობს, რომ მოლაპარაკებების დასრულება რაციონალურ ვადებში მოხდება.

დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ალბანეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ესტუმრა. ალბანელ კოლეგას მიმი კოდელის საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ უმასპინძლა.

დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. ეროვნული გვარდიის სამხედრო სასულე ორკესტრმა ალბანეთისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები შეასრულა. მიღების ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს შორის შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრას სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები დაესწრებიან. მოგვიანებით, ირაკლი ალასანია და მიმი კოდელი მედიისთვის ბრიფინგს გამართავენ. დღესვე, ალბანეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი, დელეგაციის წევრებთან ერთად, გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42